ერთგულების, შრომისა და საერთო წარმატების 30 წელი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ გუნდის ის წევრები დააჯილდოვა, რომლებმაც კომპანიაში 10, 15, 20 და 30 წელი გაატარეს. ათწლეულების განმავლობაში კომპანიისადმი ერთგულების ნიშნად, 195 თანამშრომელს უნიკალური, სპეციალურად შექმნილი ჯილდო გადაეცა. 

1.png 549.73 KB
საზეიმო ღონისძიება „ვილა მოსავალის“ სივრცეში გაიმართა, სადაც 195 თანამშრომლის პატივსაცემად სახელობითი დროშები გამოიფინა. საღამოს მთავარი ნაწილი კი სწორედ ექსკლუზიურად შექმნილი ჯილდოს გადაცემის ცერემონია იყო, რომლის კონცეფციასა და დიზაინში ერთგული თანამშრომლებისა და კომპანიის ისტორიაა აღბეჭდილი.
27ae969c-0fcc-44fa-afc7-f3ed9cf8d19b.jpeg 195.76 KB
ჯილდოს შექმნის პროცესი თითქმის ერთი წელი გაგრძელდა და მას „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი თეონა კოხოძე ხელმძღვანელობდა. მთავარი მიზანი თავიდანვე ნათელი იყო - ჯილდო არა მხოლოდ აღიარების ნიშანი ყოფილიყო, არამედ ბრენდის ფილოსოფიის მატარებელი ობიექტი.
a71518a9-f910-4e37-ac37-d492688f0ea4.jpeg 302.75 KB
იდეა NS Product-ის დამფუძნებელთან და კრეატიულ დირექტორთან, ნინი ჭანტურიასთან ერთად დაიბადა. ესკიზებიდან პროტოტიპებამდე, შეირჩა გეომეტრიული, არქიტექტურული ფორმა, რომელიც „თეგეტას“ ინფრასტრუქტურასა და დინამიკურ სტილს ასახავს. ყოველი ხაზი, ყოველი კუთხე თანამშრომლების განვითარებაზე ორიენტირებულ ხასიათს გამოხატავს.
2765aa5e-cd04-4d40-b2d1-2c512e907cce.jpeg 158.83 KB
საქართველოში დამუშავებული დიზაინი და იდეა სისრულეში იტალიაში, ვენეციაში მოიყვანეს - De Castelli-ის საუკუნოვან საამქროში, სადაც ლითონის უძველესი ხელობა თანამედროვე ტექნოლოგიებს ხვდება.
a8a8097f-268c-476a-90a8-3b4d88128f91.jpeg 120.25 KB
იტალიელმა ოსტატებმა ლაზერით დაჭრეს მეტალის ფურცლები, ხელით დაამუშავეს ყოველი დეტალი, შემდეგ კი ოქსიდაციის პროცესის ჯერი დადგა - რათა თითოეულ ჯილდოს უნიკალური ტონები, შეფერილობა და სიღრმე ჰქონოდა.
64fff5cb-70dc-49c1-a73d-4b045e1101b9.jpeg 143.34 KB
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „ჩვენი თანაგუნდელების შრომა და ერთგულება ის მტკიცე ფუნდამენტია, რომელსაც „თეგეტა“ ემყარება. გვინდოდა, მადლობის ნიშნად ისეთი ჯილდო შეგვექმნა, რომელიც მათთან ერთად კომპანიის განვლილ გზას მოჰყვებოდა. „თეგეტა“ 30 წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქმნებოდა სწორედ ერთგული ადამიანები მხარდაჭერით, საერთო იდეებით, ღირებულებებითა და გამბედაობით. ჯილდოს არქიტექტურული, გეომეტრიული ფორმებიც ამ გზას ასახავს - სტაბილურობას, სიმტკიცეს, მუდმივ პროგრესსა და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას“.
63ba099d-5203-4581-b31a-bb3ed10b8ff9.jpeg 117.7 KB
ექსკლუზიურად შექმნილი ჯილდო კომპანიისა და თანამშრომლების საერთო ისტორიის გამოხატულებაა - ერთგულების, პროფესიონალიზმისა და ეტაპობრივი ზრდის. მისი მიზანია, ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ „თეგეტა“ აფასებს გრძელვადიან თანამშრომლობას და იმ ადამიანებს, რომლებმაც კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ეს არის აღიარება, რომელიც თანამშრომლებისთვის დაუვიწყარ მოგონებად რჩება და კომპანიის ღირებულებებს კიდევ უფრო აძლიერებს.