მულტიდისციპლინარული გამოფენა The Equinox (ბუნიობა), შვიდ ქართველ ხელოვანს აერთიანებს, აღწერს ადამიანის იდენტობის ცნობიერების ქვაკუთხედს, ცნობიერების ფორმირების და ექსპრესიის ონტოლოგიურ გზას მე-20 საუკუნის ბოლოდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე ლოკალურ და გლობალურ პერსპექტივაში..

კონსტანტინე მინდაძე, "ყვითელი პორტალი - Solaris Aurum", 2014, თამარა კ.ე. The Big Twilight Boom III, 2023
გამოფენაზე კომპლექსურად არის წარმოდგენილი ურთიერთქმედების კავშირების დისკურსი,  ინდივიდუალურის - კოლექტიურთან, კოლექტიურის - გლობალურთან, ინდივიდუალური გამოცდილების გავლენა - კოლექტიურ გამოცდილებასთან, და ამ უკანასკნელის გავლენა - დროში ცვლად ცნობიერების ფორმებთან. გამოფენა დუალისტური პრინციპით არის აგებული, სინათლისა და სიბნელის  დროში ურთიერთქმედების რეფერენსით განიხილება ინდივიდუალურისა და კოლექტიურის ურთიერთქმედება კონტინუუმში.
თამარა კ.ე. The Big twilight Boom III
პროექტში წარმოდგენილი კვლევა გარკვეულწილად ეფუძვნება ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ლექციების სერიას “გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია”(1997), რომელთაც მამარდაშვილი 1984 - 85 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტებს უკითხავდა, მატერიალი ეფუძვნება პრუსტის რომანს “დაკარგული დროის ძიებაში’, დისკურსის თემად კი ფილოსოფოსი დროს და ცხოვრებას იყენებს.
გია ეძგვერაძე, The Grand Papillon, 2005
გამოფენის სახელწოდება Equinox, ამავე ლექციებიდან არის აღებული სადაც მამარდაშვილი ამ წერტილში მიღებული ტოლობით, სინათლის და სიბნელის ურთიერთქმედების მაგალითით ხსნის ცნობიერის ექსპრესიის ადგილს.
ლევან სონღულაშვილი "ობიექტების სისტემა", 2018
გამოფენა იხსნება ცნობიერის მეტამორფოზის გზის სიმბოლით. რის შემდგეგადაც იშლება ამ გზის ტრიგერული ფაქტორები, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კოლექტიური მეხსიერების  და გამოცდილების მნიშვნელობის კვლევას. აქაც დუალისტური პრინციპი გრძელდება, ერთის მხრივ გეოპოლიტიკური ძვრები, კულტურული მემკვირდრეობა,  წარსულთან არსებული კავშირი და მისი ტრანსფორმაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანში იდენტობის კუთვნილების გრძნობის წარმოსახვაში, მეორეს მხრივ ტრანსფორმაციის და იდენტობის მეტამორფოზის გზა, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ცნობიერის ქვაკუთხედს ცვლის, ახალი ფორმები წარმოიქმნება, სადაც კულტურის კუთვნილების ფენომენი სრულ გახსნილობაში აბსურდული ხდება და მეხსიერების საჭიროების ფაქტორი იკარგება.
ლევან სონღულაშვილი "ობიექტების სისტემა" (დეტალი), 2018
მეორე ნაწილი განიხილავს კონტინუუმს და ობიექტების სისტემას. (სისტემას რის მიმართაც ადამიანის ცნობიერის გზა გადის.) სინათლის არქიტექტურის კვლევით (ყვითელის გრადაცია შავში) რეფერენსი კეთდება ცნობიერში სინათლის აღქმის ფენომენთან (ინფორმაციის, შთაბეჭდილების, კონტინუუმიდან აღსაქმელად მიმღებში არის სიცარიელე, სიბნელე) და ფარდობითობის თეორიით განისაზღვრება ადამიანის და კოლექტიური ცნობიერის დროის და მასშტაბის აღქმის პირობითობა. განიხილება კოლექტური ცნობიერის სტრუქტურის ფენომენი, სადაც იგივე პრინციპით ისაზღვრება მსოფლიოში მიმდინარე განმეორებადი მასიური პროცესები. ამ ასპექთან ისევ ხდება დაპირისპირება ინდივიდუალური და კოლექტიური ცნობიერის, განმეორებად პატერნებში მოხვედრის თუ პირადი განსხვავებული ფორმის გზის სადაც ინდივიდუალური აქტი ხდება.
კოკა რამიშვილი, "ადამიანები ფიქრობენ სიყვარულზე", 1997-2023 "ორფეოსის წერილი ევრიკიდეს" , 1987-2022
გამოფენის კულმინაცია დისკურსის შებრუნებით ხდება, განიხილება სივრცე რომელიც გარე სამყაროსთვის შეუვალია. აქ ინდივიდუალური აქტის დისკურსი იშლება, რომელიც ასევე რეალური ხდება მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, და პირიქით ხდება ტრიგერი კოლექტიური ცნობიერის სტრუქტურის, თავად წარმოქმნის ახალ ფორმას და განაცვრობს დროში.


 გამოფენის მონაწილეები არიან:

გია ეძგვერაძე
თამარა ქ.ე.
ლუკა ლაზარი (ლასარეიშვილი)
კონსტანტინე მინდაძე
კოკა რამიშვილი
ანდრო სემეიკო
ლევან სონღულაშვილი
კურატორები: თამუნა არშბა, თათა ქსოვრელი