ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, Loewe-მ უახლესი 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის Pre-Collection წარადგინა, რომელსაც იურგენ ტელერის გადაღებული კამპანია მიეძღვნა. კრეატიულ და ორიგინალურ კამპანიაში მონაწილეობენ მსახიობები ამბიკა მოდი, აიო ედებირი, Baifern Pimchanok, დრიუ სტარკი, ლეო ვუდალი, რიჩარდ გადი, როუზ უაილი და სუ კროლი. მონაწილეები თეთრ ფონზე არიან გადაღებულები და მრავალფეროვანი პროფესიის ადამიანებს გამოხატავენ, მათ შორის შუა საუკუნეების რაინდებს, სპორტსმენებს, ბოდიბილდერებს, მოცეკვავეებს, მყვინთავებსა და მებაღეებს.
დამახასიათებელ კოსტიუმებთან ერთად ესპანური მოდის სახლის Pre-Collection აერთიანებს კლასიკურ სტილს - ტყავის სამოსს, ფერად პერანგებს, გამოსასვლელ კაბებს, ქურთუკებს, დიდი ზომის სათვალეებს და ჩანთების - Puzzle, Squeeze და Pebble Bucket-ის განახლებულ ვერსიებს, მამაკაცის კოლექცია კი უფრო მეტად ამერიკულ სტილს უსვამს ხაზს. Loewe-ს უახლესი კოლექციის შეძენას მომხმარებლები როგორც მაღაზიებში, ისე ბრენდის ვებგვერდზე 14 ნოემბრიდან შეძლებენ.
ფოტოს წყარო: Studio Olafur Eliasson
დაწერე კომენტარი