იტალიური მოდის სახლის, Gucci-ს სპონსორობით, ლოს-ანჯელესში LACMA Art+Film გალა საღამო გაიმართა, რომელსაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ყოველწლიურად იმართება და ცნობად სახეებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს - მოდის, კინოს, ხელოვნებისა და მუსიკის ვარსკვლავებს აერთიანებს.
LACMA Art+Film მხარს უჭერს მუზეუმის კურატორულ პროგრამებსა და გამოფენებს, იტალიური მოდის სახლი კი საღამოს მუდმივ სპონსორად რჩება. მე-13 გალას ფარგლებში Gucci-ს კრეატიულმა დირექტორმა საბატო დე სარნომ Gucci Notte კოლექციის ჩვენება გამართა, რომელმაც გააერთიანა ქალის 12 და მამაკაცის 4 ლუქი. ახალი კოლექცია პატივს სცემს მოდის სახლის მრავალწლიან თანამშრომლობას LACMA Art+Film გალასთან.
LACMA Art+Film ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ევა ჩოუ და მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო. საღამოს მატილდა გვარლიანთან ერთად ესწრებოდნენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები და ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ანა ვინტური, კიმ კარდაშიანი, ბლეიკ ლავლი, Charlie XCX, ლაურა დერნი, ქლოე სევინი, გრეტა ლი, ასევე მოდელები - ვიტორია ჩერეტი, კაია გერბერი, კარა დელევინი, ემილი რატაკოვსკი, სტელა მაქსველი და სხვები.
ფოტოს წყარო: Vogue
დაწერე კომენტარი