ნიუ-იორკში მდებარე გალერეა - Jacqueline Sullivan Gallery 14 ნოემბრიდან ჯგუფურ გამოფენას, სახელწოდებით In Praise of Shadows უმასპინძლებს, რომელშიც დიზაინერების,  ნატა ჯანბერიძისა და ქეთი თოლორაიას სტუდია - Rooms Studio მონაწილეობს. გამოფენაზე Rooms Studio-ს შექმნილი ორი ნამუშევარი Cast Shadows და Silver Dowry Blanket იქნება წარმოდგენილი.

ექსპოზიცია შთაგონებას იღებს იაპონელი ავტორის, Jun'ichirō Tanizaki-ის 1933 წლის წიგნიდან და იკვლევს განათების პრაქტიკას ტექსტურებისა და მასალების მრავალფეროვნებით. 

გამოფენაში მონაწილე ხელოვანები და დიზაინერები ეხმიანებიან Tanizaki-ის ტექსტებს თავიანთი კონცეპტუალური ნამუშევრებით, განათებების, ქანდაკებების, ტექსტილის, ავეჯის და სხვადასხვა ობიექტების საშუალებით, რომლებიც ხაზს უსვამს სინათლესა და ჩრდილს. წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა მასალის გამოყენებით, იქნება ეს ლითონი, მინანქარი, კერამიკა თუ სხვა.

გამოფენაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები და დიზაინერები - Charlap Hyman & Herrero with Pilar Almon, Madeline Coven, Kelly Fung, Claudia Girbau Pina, Bruno Grizzo, Calvin Marcus, Shin Okuda, Nick Poe და Wretched Flowers.



ფოტოს წყარო: Rooms Studio, Jacqueline Sullivan Gallery