უენსდეი ადამსის, მისი ოჯახის და ნევერმორის აკადემიის საინტერესო თავგადასავალი გრძელდება და მაყურებელი მას სულ მალე იხილავს. Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო სერიალი Wednesday მეორე სეზონით 23 ნოემბერს ბრუნდება. სერიალმა, რომელიც 2022 წელს გამოვიდა, 12 ემის ნომინაცია მოიპოვა, მათ შორის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალისთვის - ჯენა ორტეგასთვის, რომელსაც კვლავ ვიხილავთ მეორე სეზონში.
ჯენა ორტეგასთან ერთად მეორე სეზონში დაბრუნდებიან მსახიობები: ემა მაიერსი, ჯოი სანიდი, მოზა მოსტაფა, ჯორჯი ფერმერი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, ლუის გუზმანი და ისააკ ორდონესი. აღსანიშნავია, რომ Wednesday-ს მეორე სეზონში ლედი გაგას ვიხილავთ, რომლის გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი 2011 წლის სიმღერის, "Bloody Mary"-ის განახლებული ვერსია გახდა Wednesday-ს ერთ-ერთი სიმბოლო და ამ სიმღერაზე ჯენა ორტეგას ცეკვამ დიდი პოპულარობა მოიპოვა.
როგორც ცნობილია, ახალი სეზონის სერიები ირლანდიაშია გადაღებული, თუმცა სიუჟეტის ბევრი დეტალი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პროდიუსერების თქმით, მეორე სეზონში ადამსების ოჯახის ახალ წევრებს შევხვდებით, სერიები კი უფრო მეტად საშინელებათა ჟანრის დეტალებზე იქნება აქცენტირებული. ისევე როგორც პირველ სეზონში, შოუს პროდიუსერი და სერიების რეჟისორი ტიმ ბარტონი იქნება.
ფოტოს წყარო: Variety, Netflix
დაწერე კომენტარი