პედრო ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით - The Room Next Door, რომელშიც მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები ტილდა სუინტონი და ჯულიანა მური ასრულებენ, უკვე მსოფლიო კინოეკრანებზეა. ალმოდოვარის ახალი ნამუშევრის პრემიერა 2 სექტემბერს, ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა მთავარი ჯილდო - ოქროს ლომი დაიმსახურა.

ფილმი ორ მეგობარზე - ინგრიდსა და მართაზე მოგვითხრობს, რომლებიც 1980-იან წლებში ნიუ-იორკში, ერთსა და იმავე ჟურნალში მუშაობდნენ და განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ მათგანი მწერალი გახდა, მეორე კი ომის ჟურნალისტი, სხვადასხვა ცხოვრებისეული გარემოებით დაშორებული მეგობრები ერთმანეთს წლების შემდეგ უჩვეულო სიტუაციაში ხვდებიან. 

ფილმი, რომელიც სიგრიდ უნსეტის რომანზე - What Are You Going Through-ზეა დაფუძნებული, გადაღებულია ნიუ-იორკსა და მადრიდში. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის - ტილდა სუინტონისა და პედრო ალმოდოვარის ერთობლივი ნამუშევარი პირველი არ არის, მათ აქამდეც ითანამშრომლეს მოკლემეტრაჟიან ფილმზე - “ადამიანის ხმა”, რომლის დებიუტი 2020 წელს შედგა. მას შემდეგ ალმოდოვარმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი - 2021 წლის Parallel Mothers პენელოპა კრუზის მონაწილეობით, თუმცა ახალი ნამუშევარი ალმოდოვარის კარიერაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს, რადგან ის მისი სადებიუტო ინგლისურენოვანი სრულემეტრაჟიანი ფილმია.



ფოტოს წყარო: Variety, IMDb