პარიზში, ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზია Dover Street Market-ში, იაპონური მოდის სახლი - Come des Garcons ახალ ინსტალაციას წარმოადგენს, რომელიც ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას ეხმიანება, სტუმრები მის დათვალიერებას 13 დეკემბრიდან შეძლებენ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან და Fountain Digital Labs-თან თანამშრომლობით წარმოდგენილი იქნება ინსტალაცია და თენგიზ მირზაშვილისა და არკადი ტროიანკერის წიგნის გამოცემა - "ნიკო ფიროსმანაშვილი: ცხოვრებისა და შემოქმედების ნარკვევი", რომელიც აერთიანებს მხატვრის საარქივო დოკუმენტებსა და ნამუშევრებს. ამასთანავე, გაიმართება ანსამბლ “მარანის” გუნდის შესრულება და სტუმრები ქართული ტრადიციული კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ.
ფოტოს წყარო: Dover Street Market Paris
დაწერე კომენტარი