ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და მოთხოვნად სამთო-სათხილამურო კურორტ Courchevel-ში მე-19 საუკუნის ავსტრია-უნგრეთის ციხესიმაგრეებით შთაგონებული სასტუმრო - Les Airelles მდებარეობს, რომელიც 1990 წლიდან სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს და ბევრი ვიზიტორისთვის საყვარელ და საკულტო დასასვენებელ ადგილად ითვლება. სასტუმროს გახსნა Madame Raymonde Fenestraz-ს უკავშირდება, რომელმაც 1988 წლის ალბერვილის ზამთრის ოლიმპიადის წინ გადაწყვიტა, 1960-იანი წლების სასტუმრო “თოვლის სასახლედ’’ ექცია და მიზნის მისაღწევად არქიტექტორი რიჩარდ ფერბახი მოიწვია, რომელმაც Les Airelles მისი მფლობელის ხედვის გათვალისწინებით დააპროექტა.
IMG_9667.jpeg1.03 MBLes Airelles-ის კარი დამსვენებლებისთვის ოფიციალურად 1990 წელს გაიხსნა და სწრაფად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და პოპულარობა. 1992 წლის ზამთრის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ის ასევე ფუნქციონირებდა, როგორც კომიტეტის შტაბ-ბინა. სასტუმროში წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი ადამიანი ისვენებდა, მათ შორის არიან ინგლისის პრინცესა ანა და მონაკოს პრინცი ალბერტი. საინტერესო ხედვითა და ინოვაციებისადმი ინტერესით Madame Fenestraz-მა სასტუმრო Les Airelles და ფრანგული კურორტი ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ადგილად აქცია, რის გამოც 2004 წელს მან საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო - Courchevel-ის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.IMG_9665.jpeg586.02 KBLes Airelles კიდევ ერთხელ განახლდა და რესტავრაცია ჩაუტარდა 2007 წელს, რომლის პროექტსაც კრისტოფ ტოლემერი ხელმძღვანელობდა. სასტუმრო იმპერატრიცა სისის შთაგონებით გადაკეთდა, ტოლემერმა სასტუმროს ისტორიისადმი განსაკუთრებული პატივისცემით იმუშავა და თითოეულმა კუთხემ მაქსიმალურად შეინარჩუნა წარსულის ბრწყინვალება. დღესდღეობით სასტუმროში 44 ნომერია განთავსებული, მათ შორის 17 ლუქსი და კერძო აპარტამენტი, თითოეულის ულამაზესი პანორამული ხედებით კურორტსა და ალპებზე. ნომრებში კარგად ჩანს ხელოვნებისადმი სიყვარული, აქ არაერთ ფერწერულ და ხეზე ნაკვეთ ნამუშევარსა და ფრესკას შეხვდებით, ვიტრაჟები და ვინტაჟური ავეჯი კი ძირითადად პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. IMG_9655.jpeg435.03 KBისასტუმრო კულინარიითაც გამოირჩევა და სტუმრებს მრავალფეროვან სამზარეულოს სთავაზობს, Les Airelles-ში ხუთი რესტორანია განთავსებული, მათ შორისაა La Table des Airelles, რომელშიც ძირითადად ფრანგული მენიუა წარმოდგენილი როგორც საუზმისთვის, ისე სადილისა და ვახშმისთვის. აქვე მდებარეობს Palladio, ავთენტური იტალიური სამზარეულოთი ცნობილი რესტორანი, რომელსაც შეფმზარეული ადრიენ ტრუილუ უძღვება და დამსვენებლებს ტრადიციულ და ინტერპრეტაციებით შექმნილ იტალიურ კერძებს სთავაზობს. Les Airelles Courchevel-ის აღმასრულებელი შეფმზარეული Adrien Trouilloud-ია, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რამდენიმე რესტორანს უძღვება.IMG_9652.jpeg443.67 KBგანტვირთვისა და სრულყოფილი დასვენებისთვის სასტუმროში Airelles Spa მდებარეობს, რომელიც თავის მოვლის და კოსმეტიკის ცნობილი ბრენდის, La Mer-ის მიერ არის შექმნილი და პროცედურები სწორედ მათი პროდუქციით ტარდება. სპა სტუმრებს მრავალი სახეობის მასაჟსა და გამაჯანსაღებელ პროცედურას სთავაზობს, აქვეა დახურული აუზი, თურქული აბაზანები, ჯაკუზი, ფიტნესის დარბაზი და სალონი.
დაწერე კომენტარი