მატილდა გვარლიანი კიდევ ერთხელ გამოჩნდა Chanel-ის ჩვენებაზე, ქართველი მოდელი უკვე ბევრჯერ ვიხილეთ ფრანგული მოდის სახლის ჩვენებებსა და კამპანიებში, ამჯერად მან მონაწილეობა მიიღო პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, Grand Palais-ში გამართულ Chanel-ის 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარდგენაზე. ახალი კოლექცია, რომელიც Chanel-ის დიზაინის ჯგუფის მიერ არის შექმნილი, ხაზს უსვამს ბრენდის მარადიულ ხელწერას და სტილს - ტვიდის, ხავერდისა და აბრეშუმის ქსოვილებით შექმნილ სამოსს, პრინტებითა და ნაქარგებით გაფორმებულ ქსოვილებს, მარგალიტის დეტალებს, ბანტებისა და კამელიის მოტივებს, დამახასიათებელ აქსესუარებს, მასიურ ყელსაბამებსა და ჩანთებს.

მას შემდეგ, რაც ბრენდის ყოფილმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ვირჯინი ვიარდმა პოსტი დატოვა, Chanel-ის კოლექციებს დიზაინის ჯგუფის წევრები ქმნიან, თუმცა ფრანგული მოდის სახლს უკვე ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს - შემდეგ კოლექციებს Matthieu Blazy შექმნის, რომელიც ფრანგული სახლს ჩაუდგება სათავეში.