მწვანე ინოვაციური მიდგომების დანერგვით ცნობილი უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია - ლისი დეველოპმენტი ახალი საკურორტო უბნის - ბუკნარის კამპანიას წარმოადგენს, რომლის მთავარი გზავნილია “ერთი ჩასვლით შეყვარება". ზღვასა და მთას შორის გაშენებული პირველი ქართული რივიერა ზღვისპირა ცხოვრების ახალ სტანდარტს ქმნის და სახლის მომავალ ბინადრებს ხარისხზე, ბუნებასა და სიმშვიდეზე დაფუძნებულ სივრცეს სთავაზობს, სადაც ყველაფერია სრულყოფილი კომფორტისთვის. შავი ზღვის სანაპიროს სილამაზეს უნიკალური კლიმატი - ზღვის ნოტიო ჰაერი და სუბტროპიკული ტყეების ჟანგბადი ავსებს, რის გამოც ბუკნარი იდეალური ადგილია როგორც საცხოვრებლად, ისე დასასვენებლად, სიმშვიდე და ბუნების სილამაზე კი აქ ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.dc507ad5-76e2-4f43-be28-d8a8eaddb145.jpeg466.57 KBბუკნარის პროექტის მთავარი შთაგონების წყარო სწორედ მიმდებარე ბუნებრივი გარემო და ლანდშაფტია, რის გამოც ბუკნარის 80% გამწვანებას ეთმობა, მხოლოდ დანარჩენი 20% კი განაშენიანებას - შენობებსა და დამატებით ინფრასტრუქტურას. როგორც დაგეგმარების, ისე მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნების დაცვას და სუფთა გარემოს შენარჩუნებას, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს შექმნას ჰარმონია გარემოსთან და მასზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციოს. ლისი დეველოპმენტის ფუნდამენტური ფილოსოფია სწორედ ამგვარ მიდგომას ეფუძნება და კომპანიისთვის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და უმთავრესი ღირებულებაა.
სწორედ ამ გამორჩეული კონცეფციის სივრცის გასაცნობად და კარგად აღსაქმელად ლისი დეველოპენტმა ბუკნარის კამპანიისთვის ემოციური, სახალისო და სენტიმენტალური ვიდეორგოლი წარადგინა. „ერთი ჩასვლით შეყვარება“ - კამპანიის მთავარი გზავნილი, მშენებლების შესრულებული „To build a home”, ვიდეორგოლის დეტალები და ემოციები იდეალურად აღწერს, თუ როგორი მზრუნველობითა და სიყვარულით ეპყრობიან ბუნებას ბუკნარის მშენებლები. ახალი კამპანია არის მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე მესიჯი ბუკნარის მომავალი ბინადრებისთვის, ვისთვისაც შენდება სახლი - ბუნებაში ჩაფლული სიმშვიდე და კომფორტი. 0c74966c-d113-4b29-9a7f-299d4b3d74bc.jpeg440.82 KBახალი ქართული რივიერა - ბუკნარი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ბუნებრივი გარემოს ნაწილია, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს კომპლექსს და პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ აპარტამენტებს გააერთიანებს. ბუკნარის სივრცეში ყველაფერია ცხოვრების გამარტივებისა და ყოველდღიური სიამოვნებისთვის, აქ დაგხვდებათ დახურული და ღია აუზი სახურავზე ზღვისა და მთების ხედებით, სპა და სპორტული დარბაზი, რესტორნები, მაღაზია და კომერციული ზონები, სანაპირო კლუბი, აკვაპარკი და პადელის მოედანი. ბუკნარის საცხოვრებელი ბლოკში წარმოდგენილია აპარტამენტები 29 კვ.მ-დან 78 კვ.მ-მდე. მობინადრეები კი მათ სურვილისამებრ, სხვადასხვა კონდიციით შეიძენენ, იქნება ეს თეთრი კარკასი, რემონტით და ჩაშენებული სამზარეულოთი თუ სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით.
დაწერე კომენტარი