შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელსაც 17-წლიანი ისტორია აქვს, ახალ სეზონს წარმოადგენს და 16 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით თეატრის, კინოსა და თანამედროვე ცეკვის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალი ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს: 21 სექტემბერს ქართული სპექტაკლების პროგრამით გაიხსნება და საერთაშორისო პროგრამით გაგრძელდება. სპექტაკლები თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე გაიმართება. გარდა ამისა, წლევანდელი ფესტივალი მასტერკლასებსა და ვორქშოფებს გააერთიანებს, რომლებიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიამ დააფუძნა, წლევანდელი ფესტივალის გენერალური სპონსორები არიან - თიბისი კონცეპტი და Visa.521391842_1622765892014796_2695305867439092480_n.jpg80.64 KBთეატრალური და მუსიკალური წარმოდგენების ჩვენებით ფესტივალი საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენას და საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად, რაც საინტერესოა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის. ამგვარად, ფესტივალის მიმდინარეობისას თბილისი ევროპისა და აზიის თეატრალური რუკის მთავარი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ხდება.515949288_1305150937903439_2553655947558548177_n.jpg129.94 KBფესტივალის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ვიხილავთ ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთის, ლატვიის, აშშ-ის თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს. ფესტივალის სტუმრებს შორის არიან ჯონ მალკოვიჩი, მიხეილ ბარიშნიკოვი, რობერტ ლეპაჟი, აკრამ ჰანი, Tiger Lillies, Schaubühne, Gecko Theatre, პიპო დელ ბონო, ჯეიმს ტიერე და სხვები. თეატრების სცენებზე გაცოცხლდება იტაი ტაირანის რიჩარდ III, ივან ბლექსტოკის „თრეფლორდი“, დიმიტრის კანარზასის „სახლი“ და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“. მაყურებელს შეუძლია შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე სპექტაკლების აბონემენტები. აღსანიშნავია, რომ თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
დაწერე კომენტარი