ცნობილი კინორეჟისორი და ფოტოგრაფი STILLZ უახლეს წიგნს წარმოადგენს, რომელიც პუერტორიკოელ მუსიკოსს - Bad Bunny-ს ეძღვნება და მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფოტოებს მოიცავს. ვინტაჟური პოლაროიდის კადრებზე ასახულია Bad Bunny-ის ცხოვრების მომენტები და გზა 2019-იდან 2025 წლამდე, სხვადასხვა კონცერტი, ტურნე და სცენის მიღმა ფოტოები. როგორც წიგნის მიმოხილვაშია აღნიშნული, ის „მეგობრობაზე, მუსიკაზე, ნოსტალგიასა და ავთენტურობაზეა’’ და წარმოადგენს „პოპ კულტურის დროის მანქანას“. წიგნი, სახელწოდებით "Bad Bunny by STILLZ" ექსკლუზიურად იყიდება პუერტო-რიკოში, Plaza las Americas & Coliseo-ში.
აღსანიშნავია, რომ STILLZ მუსიკოსის ახლო მეგობარია, რის გამოც წიგნში ბევრ პერსონალურ, ყოველდღიურობის ამსახველ კადრს შეხვდებით. გარდა მეგობრობისა, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში STILLZ-მა გადაიღო Bad Bunny-ის ცნობილი მუსიკალური კლიპები, მათ შორის - "Yo Perreo Sola", "Yo Visto Así", "Yonaguni" და "Moscow Mule", ხოლო მათი პირველი თანამშრომლობა 2019 წელს შედგა მუსიკალური კლიპის - "Vete"-ის გადაღებისას.
დაწერე კომენტარი