2026 წლის Super Bowl Halftime Show-ის ჰედლაინერი Bad Bunny იქნება. შოუ 8 თებერვალს კალიფორნიაში, სანტა კლარაში მდებარე Levi’s-ის სტადიონზე გაიმართება. „ეს ჩემი ხალხისთვის, ჩემი კულტურისა და ჩვენი ისტორიისთვისაა“, - აღნიშნავს მუსიკოსი, რომელმაც წელს თავისი მეექვსე ალბომი - Debí Tirar Más Fotos გამოსცა, ახალი ალბომის თითოეულმა სიმღერამ დიდი პოპულარობა მოიპოვა. Bad Bunny-მ წელს მსოფლიო ტურნეც დაიწყო, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება და მუსიკოსი ლათინური ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანას ესტუმრება.
2025 წლის Super Bowl-ის შოუს ჰედლაინერი კენდრიკ ლამარი იყო. ბოლო წლების განმავლობაში Super Bowl-ზე წარდგნენ რიანა, ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, აშერი, Dr.Dre and Friends. აღსანიშნავია რომ Bad Bunny პირველად Super Bowl-ზე 2020 წელს გამოვიდა, როგორც სპეციალური სტუმარი, შაკირასა და ჯენიფერ ლოპესის შოუზე. Bad Bunny-მ შაკირასთან ერთად ჰიტები "I Like It" და "Chantaje" შეასრულა.
დაწერე კომენტარი