თიბისი კონცეპტი ყოველთვე მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზებებს ამზადებს, რაც სპეციალურ ფასდაკლებებსა და ქეშბექებს მოიცავს. ამჯერად ოქტომბრის კალენდარს გიზიარებთ და თიბისი კონცეპტის მიმდინარე, საშემოდგომო შეთავაზებებზე მოგიყვებით, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც მოგზაურობისა და თავგადასავლების, ისე თეატრისა და სპორტის მოყვარულებისთვის.

560271268_664655520041902_8041015491408176875_n.jpg 541.38 KB
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრის - „სახელოსნო 42-ის“ ახალი სეზონი უკვე დაიწყო და მაყურებლები საყვარელ სპექტაკლებს აქტიურად ესწრებიან. „სახელოსნო 42“ მთელი ოქტომბრის განმავლობაში სხვადასხვა სპექტაკლს შემოგთავაზებთ, რომლის ბილეთების შეძენისას, თუ თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადაიხდით, მეოთხე რიგის ბილეთებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება. ოქტომბერში შეგიძლიათ დაესწროთ ისეთ სპექტაკლებს, როგორებიცაა ''დირიჟორი'', ''ვერაგობა და სიყვარული'', ''ბენზინგასამართი სადგური'', “TooTsie“, ''ამარკორდი'', “1921 – 1924“ და ''ცხვირი''.
565633589_122141005940919855_8165477697652313289_n.jpg 584.39 KB
მუდმივი შეთავაზება ვრცელდება ტელეგრაფში მდებარე Tatuza Jazz Club-ში, რომლის ბილეთებს თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათით 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ. ჯაზ კლუბი ყოველთვიურად მასპინძლობს 30-მდე ღონისძიებას, რომლის ფარგლებში სცენაზე საერთაშორისო ვარსკვლავებს და ქართველ არტისტებს ვხვდებით. ოქტომბერში საღამოების სერიას გამართავს პარიზელი ჯაზის ვარსკვლავი - ლეილა დუკლო, გარდა ამისა ამ თვეში ჯაზ კლუბი უმასპინძლებს ჯგუფ "მწვანე ოთახს", ზურა რამიშვილის კვარტეტს და რეზო კიკნაძის კვინტეტს.
d0c7832f-7f1a-4ee3-80f6-5d54b7b8af0c.jpeg 824.11 KB
24-26 ოქტომბერს თიბისი კონცეპტისა და მოგზაურის ერთობლივი ტური რაჭა-ლეჩხუმის გაიმართება, რომლის მეგზურები ანა კორძაია-სამადაშვილი, აკა მორჩილაძე და ადგილობრივი მასპინძლები იქნებიან. სამდღიანი ტურის ფარგლებში რაჭა-ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობებსა და ისეთ საინტერესო ადგილებს აღმოაჩენთ, როგორებიცაა ცხრაჯვარი, შაორი, რაჭული ხის სახლები, ჭელიშის (უდაბნოს) მონასტერი, ცაგერის ისტორიული მუზეუმი, ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი, ბარაკონი და მინდაციხე, ფუტიეთი, სოფელი გოგოლათი, მრავალძალი და სხვა. გარდა ამისა, ტური აერთიანებს განსაკუთრებულ სადილებს, გაეცნობით ტრადიციულ კერძებსა და რაჭულ ღვინოებს. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ტურზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ და მას 1850 ლარის ნაცვლად, 1480 ლარად შეიძენთ.
rio-brazil00001.jpeg 636.38 KB
თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ფასდაკლებით ისარგებლებენ SETANTA SPORTS-ის დაუვიწყარ ტურზე, რომელიც 13-23 ნოემბერს ბუენოს-აირესსა და რიო დე ჟანეიროში გაიმართება. სამხრეთამერიკული თავგადასავალი, რომელიც მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში მოეწყობა, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის შეიქმნა. მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ მატჩს, მოინახულებენ ლეგენდარულ სტადიონებს, მიიღებენ „ასადოს“ გამოცდილებას და ახლოდან გაიცნობენ ორივე ქალაქის კულტურას. თავგადასავალს გაუძღვებიან ქართველი მიმომხილველები და ადგილობრივი ფეხბურთის ქომაგები - ბიძინა ბარათაშვილი და ალექსანდრე გაბრიჩიძე.