დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე ორ სამხრეთამერიკულ დედაქალაქში - ბუენოს-აირესსა და რიო დე ჟანეიროში 13-23 ნოემბერს Setanta Sports-ის დაუვიწყარი თავგადასავალი გაიმართება. ათდღიანი თავგადასავალი ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივრებისთვის შეიქმნა და მსურველებს უნიკალურ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. მოგზაურობისას მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩს, მოინახულებენ ლეგენდარულ სტადიონებს - „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“, გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას, მონაწილეობას მიიღებენ „ასადოში“ - ტრადიციულ არგენტინულ საღამოზე და სიღრმისეულად შეიცნობენ საფეხბურთო სამყაროს იმ ადგილებში, სადაც არაერთი დაუვიწყარი ისტორია და ლეგენდა დაიბადა. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ტურზე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ARG_boca4.jpg761.84 KBთავგადასავალს გაუძღვებიან ფეხბურთის ქართველი კომენტატორები, ადგილობრივ გულშემატკივრებთან და საფეხბურთო გიდებთან ერთად, რომლებიც მონაწილეებს ამ რეგიონში ფეხბურთის განსაკუთრებული მნიშვნელობის, ისტორიული კლუბების, ლეგენდარული ფეხბურთელების და ყველაზე დასამახსოვრებელი ამბების შესახებ მოუყვებიან. მეგზურებს შორის არიან ბიძინა ბარათაშვილი - საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე - Setanta Sports-ის ყველაზე გამორჩეული ხმა, ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე. ადგილობრივი გულშემატკივრები, ბრაზილიელი და არგენტინელი მეგზურები ქალაქებსა და მათ კულტურას ახლოს გაგაცნობენ, მათთან ერთად დაათვალიერებთ საინტერესო უბნებს და აივსებით ემოციებით, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გაგყვებათ. BR_mood.jpg583.54 KBთავგადასავალი 10 დღის განმავლობაში გრძელდება და 5-5 დღეს მოიცავს ბრაზილიისა და არგენტინის დედაქალაქებში. ტურის მონაწილეები ათ დღეში სულ ოთხ თამაშს დაესწრებიან, ორს ბუენოს აირესში - ველესი vs რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი vs ტიგრე და ორსაც რიო დე ჟანეიროში - ფლუმინენსე vs ფლამენგო, ბოტაფოგო vs სპორტ რესიფე. ასევე, მონაწილეები ჩაერთვებიან ველოტურში, მიიღებენ „ასადოს“ კულტურულ გამოცდილებას, გარდა ორი ლეგენდარული სტადიონისა, შეძლებენ, სურვილისამებრ, ქვედა ლიგის სტადიონი ან ფეხბურთის მუზეუმი მოინახულონ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება და ტურს 11 390 ლარის ნაცვლად, 10 325 ლარად შეიძენთ. ტური არ მოიცავს ფრენას, ფასი კი მოცემულია ერთ ადამიანზე, სასტუმროს ერთადგილიან ან ორადგილიან ნომერში, საუზმესთან ერთად.
დაწერე კომენტარი