თიბისი კონცეპტის ახალი შეთავაზების ფარგლებში სხვადასხვა საკვებ ობიექტში ქეშბექით ისარგებლებთ. შერჩეული კაფე-რესტორნები ქართულ, ევროპულ და აზიურ სამზარეულოს როგორც საუზმისა და ლანჩისთვის, ისე ვახშმისთვის კომფორტულ და გამორჩეულ სივრცეებს აერთიანებს. შეთავაზება 23 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება და ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ მომენტალურად დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი. შეთავაზება მოქმედებს თიბისი კონცეპტ ვიზას სადებეტო ბარათებზე - TBC Concept Visa Platinum-სა და Visa Signature-ზე. გიზიარებთ რეკომენდაციებს რამდენიმე შერჩეულ კაფესა და რესტორნის შესახებ. 

537485048_17858866515474444_4903298853367590280_n.jpg 97.29 KB
შეთავაზებით ისარგებლებთ Silk Hospitality-ის ჯგუფში შემავალ გამორჩეულ რესტორნებში მათ შორისაა Grand Café, აზიური და ტაილანდური სამზარეულო Laan Thai, კაფე Bell & Gray, იტალიური რესტორანი "ფილინი", აზიური ფიუჟენი "უმამი", Iveria Café, Republic 24 და Republic Restaurant. გარდა თბილისისა, თიბისი კონცეპტის შეთავაზებით ისარგებლებთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის - ბათუმში Iveria Cafe-ში, Umami at Clouds-ში, Medea Restaurant-სა და Botanico Cafe-ში, ასევე ბაკურიანში, სასტუმრო Kokhta Bakuriani-ში.
IMG_6599.PNG 415.14 KB
შეთავაზებები მოქმედებს Communal Group-ში შემავალ რესტორნებზეც. მშვიდ, სასიამოვნო გარემოს და ფრანგულ ატმოსფეროს აღმოაჩენთ Chez Kinsky-ში, რომელიც დიმიტრი უზნაძის 54-ში მდებარეობს. აქ შეძლებთ დააგემოვნოთ ისეთი ფრანგული კლასიკური კერძები, როგორებიცაა ორზო ტყის სოკოთი, ხბოს ბლანკეტი, მინიტ სტეიკი, იხვის კონფი და პარიზული ჰოთ დოგი ბაგეტში. გემრიელ ფრანგულ ღვინოებთან ერთად გირჩევთ გასინჯოთ დესერტები - პარიზ ბრესტი, ტარტ ტატენი და შოკოლადის პოტ დე კრემი. შუააღმოსავლურ, ავთენტურ კერძებს აღმოაჩენთ რესტორან “ველერში”, რომელიც ეგნატე ნინოშვილის 56-ში მდებარეობს, რესტორანი სასიამოვნო გარემოთიც გამოირჩევა და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობს. თუკი ესპანური გემოები მოგწონთ, შეგიძლიათ მთაწმინდაზე, ბესიკის პარკთან, ისტორიულ შენობაში მდებარე რესტორან “მადრეს” ესტუმროთ, რომელიც ესპანური ტრადიციებისა და კულტურის შთაგონებით შეიქმნა, რაც რესტორნის სამზარეულოსა და ინტერიერის დიზაინში იდეალურად იკითხება. შეთავაზებები მოქმედებს Communal Group-ის რესტორან Doli-შიც - როგორც თელავში,  ისე ქუთაისში.
For the reservations- Honore -+995 514 100 069Palmebi-+995 595 611 414.jpg 113.19 KB
და ბოლოს Honoré და Palmebi by Honoré. Honoré-ს ძირითადი კერძები მოიცავს ქათმის ღვიძლს ქლიავთან ერთად, რიბაი სტეიკს კარტოფილის გარნირთან ერთად, სოკოს ჩაშუშულსა და სხვადასხვა სახეობის მწვადს.  Palmebi by Honoré-ს მენიუში კი დაგხვდებათ სხვადასხვა სახეობის ხინკალი, მათ შორის - მთიულური, ქალაქური, სოკოს, კარტოფილის და ყველის, ისეთი ქართული კერძები, როგორებიცაა აჭარული ხაჭაპური, ხარჩო ელარჯით, მწვადი და კუბდარი.