NEXT 2018 წელს დაფუძნებული საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს და სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეულ საცხოვრებელ, სასტუმრო და კომერციულ სივრცეებს ქმნის. კომპანიამ მოკლე დროში საერთაშორისო ბრენდის სახე შექმნა და არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, რაც NEXT-ის უნიკალურ ხედვას უსვამს ხაზს. სწორედ ამ ხედვის განსავითარებლად, დეველოპერული კომპანია წამყვან საერთაშორისო სააგენტო „Brash“-თან თანამშრომლობს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი „ბურჯ ხალიფას“ კონცეფცია ეკუთვნის. თბილისის ბაზარზე კომპანიამ ოპერირება ახლახან დაიწყო და მალე დედაქალაქს უახლესი, მრავალფუნქციური შენობა - Tbilisi Oriental დაემატება. 31 ოქტომბერს გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე სტუმრებს NEXT-მა თბილისის ახალი პროექტი გააცნო.
994fed52-01c2-4102-bf07-b0f60540a75c.jpeg347.29 KBპროექტზე NEXT საქართველოში დაარსებულ საერთაშორისო არქიტექტურულ კომპანია “სპექტრუმთან” თანამშრომლობს, რაც NEXT-ისა და “სპექტრუმის” მეექვსე წარმატებული კოლაბორაცია იქნება. 21-სართულიანი კომპლექსი, რომელიც გეომეტრიული ფორმებითა და თანამედროვე სტილით იქნება გამორჩეული, ორთაჭალის ისტორიულ უბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ღია ბეტონზე, ქვის ფაქტურის მოსაპირკეთებელ მასალებსა და რკინის ელემენტებზე აქცენტით შენობა ერთდროულად მონუმენტური, მყარი და ვიზუალურად მსუბუქი იქნება, გარდა ამისა, Tbilisi Oriental წარმოდგენილია წითელ ფერში, რაც მას დამახასიათებელ ესთეტიკას სძენს.acf67973-909a-480c-a21c-b0b73f2f7b7f.jpeg487.53 KBTbilisi Oriental მარცხენა და მარჯვენა სანაპიროების გზაგასაყარზე მდებარეობს და სამ ძირითად ნაწილად იყოფა - პირველ ორ სართულზე განთავსდება რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი და კომერციული სივრცეები. შენობის შემდეგი ორი სართული თანამედროვე ოფისებს დაეთმობა, ხოლო დარჩენილ 17 სართულზე მოეწყობა საცხოვრებელი ზონა. პროექტი ასევე მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, მცხოვრებლების, ვიზიტორებისა და პერსონალის სრულყოფილი კომფორტისთვის.3af1cade-da1c-431d-9b5d-e53b006bdac6.jpeg302.46 KBაღსანიშნავია, რომ Tbilisi Oriental-ის მდებარეობა და ბინების ფართო აივნები უზრუნველყოფს პანორამულ, 360-გრადუსიან ხედებს ძველ თბილისსა და მტკვარზე. შენობის არქიტექტურა ეფუძნება ‘’High-tech’’ სტილს, რომლის შერჩევაც შენობის მიმდებარე ინდუსტრიულმა შენობებმა და გარემომ, კერძოდ, ორთაჭალჰესმა განაპირობა. Tbilisi Oriental-ის არქიტექტურა აქცენტს აკეთებს რკინის ელემენტებზე, რომლებიც ტრადიციულ რკინა-ბეტონის კონსტრუქციასთან ერთად შენობას სიძლიერესა და ვიზუალურ სიმსუბუქეს სძენს. ამ მხრივ Tbilisi Oriental პიონერული პროექტია საქართველოში და მნიშვნელოვან არქიტექტურულ ღირებულებას მატებს ქალაქს, გარდა ამისა, პროექტის კომერციული და საზოგადოებრივი სივრცეები დიდ როლს ითამაშებს ეკონომიკურ განვითარებაში და საფუძველს ჩაუყრის ახალ შესაძლებლობებს.
დაწერე კომენტარი