თიბისი კონცეპტის ყოველთვიური ღონისძიებები და განსაკუთრებული ფასდაკლებები გრძელდება. გიზიარებთ ნოემბრის კალენდარს, რომელშიც ახალ გამოფენას, თეატრის - ‘სახელოსნო 42-ის’ და Tatuza Jazz Club-ის ნოემბრის დადგმებსა და მუსიკალურ საღამოებს გაგაცნობთ. თეატრის - “სახელოსნო 42-ის” სპექტაკლების ბილეთების შეძენისას, თუ თიბისი კონცეპტის Visa ბარათით გადაიხდით, მეოთხე რიგის ბილეთებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება. ამავე ბარათით გადახდისას, 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ Tatuza Jazz Club-ის ღონისძიებებზე დასასწრებ ბილეთებს.
edfe1d50-3ab4-4e12-8df9-a0c17fcd4ed1.jpeg227.53 KB14 ნოემბერს თიბისი კონცეპტის გალერეაში იხსნება დავით მესხის და ტონი ჯასთის ერთობლივი გამოფენა, სახელწოდებით "ჩვენ მაძიებლები ვართ". გამოფენის კურატორია გალერეა "ელ ცე კვაისარ" და 2026 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება. 0303ea37-dfa2-474c-85d9-956f147874e9.jpeg308.05 KBახალი სეზონის და ამ თვის გამორჩეული სპექტაკლია ნიკოლოზ გოგოლის ‘’შეშლილის წერილები’’, რომლის პრემიერა 18 ნოემბერს შედგება, ჩვენებები ასევე გაიმართება 19 და 24 ნოემბერს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და სცენოგრაფია ლევან წულაძე, კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე, ხოლო მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის.7e0f26c6-f230-4871-9c0a-3943ff1e7252.jpeg265.62 KB12 ნოემბერს გაიმართება ''ვერაგობა და სიყვარულის” ჩვენება, რომელიც ფრიდრიხ შილერის პიესას ეფუძნება. a6fc86cb-20b2-40ec-b267-9540f8459106.jpeg484.83 KB13 და 26 ნოემბერს აჩვენებენ ფედერიკო ფელინის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს - ‘’ამარკორდს’’. dcd1bed1-c661-4151-bc9c-91539d725022.jpeg387.92 KB14 ნოემბერს თეატრის სცენაზე იხილავთ სპექტაკლს ‘’1921 - 1924“, ხოლო 16 და 25 ნოემბერს სცენა დაეთმობა სპექტაკლ ‘’დირიჟორს’’. 993a60f5-0ee7-41de-80ff-af39cb10ae6c.jpeg350.97 KBამ სეზონის კიდევ ერთი საინტერესო სპექტაკლია ‘’ცხვირი“, რომელიც ნიკოლოზ გოგოლის მოთხრობის თავისუფალი ინტერპრეტაციაა და მისი ჩვენება 17 ნოემბერს გაიმართება. თეატრის - „სახელოსნო 42-ის“ გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი.c916ffa1-d70f-4e9f-9e59-2c8c199570a1.jpeg459.8 KBრაც შეეხება Tatuza Jazz Club-ს, ტელეგრაფში მდებარე ჯაზკლუბი ყოველთვიურად მასპინძლობს გამოჩენილ უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს. თვის განსაკუთრებულ საღამოს გამართავს აარონ პარქსის ტრიო, რომელიც ჯაზკლუბის სცენას 29-30 ნოემბერს დაიკავებს. აარონ პარქსი თანამედროვე ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმული ჯაზპიანისტია, რომელსაც შესრულების განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი სტილი აქვს. პარქსთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან პეტერ ელდი - ბასი და გრეგ ჰაჩინსონი - დრამი.8aa3c44c-b9a5-4d0a-a6b2-b93108e03292.jpeg421.7 KB14 ნოემბერს საღამოს პირველ ნაწილს გაუძღვება ნიკალა, ხოლო მოგვიანებით ხატია ქორიძის კვარტეტი ნიკალას მონაწილეობით წარადგენს განსაკუთრებულ მუსიკალურ პროექტს - "Forgot To Dream”: ხატია ქორიძე - ბასი, ნიკალა - კლავიშები, ლუკა თოფურია - ფორტეპიანო, სოსო ცაგარეიშვილი - დრამი. 16 ნოემბერს თათუზას სცენას დაიკავებს საბა ოკუჯავას ტრიო: საბა ოკუჯავა - პიანინო, დავით გოგისვანიძე - ბასი, გიორგი კაპანაძე - დრამი, ხოლო 23 ნოემბერს სცენაზე ვიხილავთ გიგა ცინცაძის კვარტეტს.3f1c9f0b-8009-4cb2-8e23-4b6accd6c94f.jpeg333 KBმთელი თვის განმავლობაში, კვირის სხვადასხვა დღეს Tatuza Jazz Club-ის საღამოებს გააფორმებს და მსმენელის წინაშე წარდგება თათუზას ‘’რეზიდენტ ბენდი’’ - Ricky Ford Quartet. ბენდის მონაწილეები არიან: რიკი ფორდი – საქსოფონი, ემილე ჰინტონი – ფორტეპიანო, კრის ჰენდერსონი – დრამი და კონორ მიურეი – ბასი. რამდენიმე დღის განმავლობაში რიკი ფორდის კვარტეტის შემდეგ სცენას ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ და საღამოს გააგრძელებენ: 7 ნოემბერს მარიამ გალოგრეს კვინტეტი, 15 ნოემბერს ლიკუნა თუთისანის კვარტეტი, 21 ნოემბერს ზურა რამიშვილის კვარტეტი, ხოლო 22 ნოემბერს დათო კაკულიას კვინტეტი. 8 ნოემბერს რიკი ფორდის კვარტეტამდე სცენაზე იხილავთ ირაკლი ჭოლაძის კვარტეტს.
დაწერე კომენტარი