თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მდგრადი მიდგომებით, ინოვაციების დანერგვითა და მრავალწლიანი გამოცდილებით სოკარი წარმოადგენს ბრენდს, რომელიც ორიენტირებულია გარემოს დაცვასა და მწვანე მომავალზე. ამ მიმართულებით კომპანიამ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - სოკარი მუდმივად მხარს უჭერს ეკომეგობრულ ინიციატივებს, ქმნის საინტერესო პროექტებს და აცოცხლებს ინოვაციურ იდეებს. სწორედ ამ ხედვით, გარემოს დაცვის მიმართულების კიდევ უფრო განსავითარებლად, სოკარმა 20 თებერვალს სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტრო დასამუხტი სადგური გახსნა, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ელექტროავტომობილების დასამუხტავად. EV სადგური, რომელიც თბილისში, ბელიაშვილის 66-ში გაიხსნა, საქართველოს ენერგეტიკული ტრანსფორმაციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია და ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციას.

ელექტროავტომობილების გამოყენება თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ეკომეგობრული გარემოს შექმნაში გვეხმარება. ეკოლოგიაზე ზრუნვა კი სოკარის ფართომასშტაბიანი CSR სტრატეგიის მიმართულებასა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტროძრავიანი ტრანსპორტისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება. თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ახალი EV სადგური ნაწილობრივ მზის ენერგიაზე იმუშავებს და ეკომეგობრულ ენერგიას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ, კომფორტულ სერვისს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
სოკარის ეკომეგობრულ მიდგომასა და მდგრად განვითარებაზე ზრუნვას კიდევ უფრო ამყარებს კომპანიის მარკეტების ქსელის - ვეიმარტის განახლებული კონცეფცია. EV სადგურზე ავტომობილის დამუხტვის პროცესის დროს კომპანია მძღოლებს კეთილმოწყობილ, მყუდრო გარემოში დასვენებას სთავაზობს, სადაც სხვადასხვა, კომფორტული და სწრაფი მომსახურებით ისარგებლებთ. ვეიმარტის განახლებული კონცეფცია კი “Plastic-free” იდეას ეფუძნება. სწორედ მსგავსი იდეების სრულყოფა ხაზს უსვამს კომპანიის ერთგულებას მდგრადი განვითარების პრინციპების მიმართ და წარმოადგენს სოკარის ახალ ნაბიჯებს მწვანე მომავლისკენ.

სოკარის EV სადგური ერთ სივრცეში აერთიანებს ეკომეგობრულ ენერგიას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს. ეს პროექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ კომპანიის სტრატეგიული ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომლის მიზანია რეგიონული მასშტაბით ინოვაციური და მდგრადი ინფრასტრუქტურის ფორმირება.
დაწერე კომენტარი