ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე 9 წელია Lacoste-ს ბრენდ ამბასადორია, ხშირად ჩნდება კამპანიებში და ფრანგულ ბრენდთან კოლაბორაციულ კოლექციასაც წარმოადგენს. ჩოგბურთის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშეს Lacoste-სთან 2017 წლიდან საერო ხედვა - ბალანსი, დისციპლინა, ინოვაციები, დახვეწილი სტილი და სპორტის სიყვარული აერთიანებს. ამჯერად Lacoste ახალ კამპანიას აქვეყნებს, რომელიც სპეციალურ კოლექციას ეძღვნება. კამპანიის ფარგლებში Lacoste-მ თავისი საკულტო ნიანგის ლოგო დროებით თხის სიმბოლოთი ჩაანაცვლა, რაც "GOAT – Greatest Of All Time" ტერმინს აღნიშნავს და პატივს სცემს ჯოკოვიჩის კარიერასა და მიღწევებს.
Lacoste x Novak Djokovic კოლექცია მოიცავს პოლო მაისურებს, სპორტულ ჟაკეტებსა და მოსაცმელებს, შარვლებს, შორტებს და ჩოგბურთის სხვადასხვა აქსესუარს. სამოსი შექმნილია სპეციალური, უმაღლესი ხარისხის მასალებით, ქსოვილებითა და ტექნიკით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და თავისუფლებას კორტზე. გარდა ჩოგბურთის სათამაშოდ შექმნილი სპეციალური სამოსისა, კოლექცია ასევე მოიცავს ყოველდღიურ ტანსაცმელსაც.


დაწერე კომენტარი