თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი 5-19 ივლისს იმართება და უკვე მეშვიდედ მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის მოცეკვავეებს, ქორეოგრაფებსა და საბალეტო დასებს. ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით დაარსებული ფესტივალი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა პლატფორმად, რომელიც თბილისის სცენაზე საერთაშორისო საბალეტო სამყაროს მნიშვნელოვან წარმომადგენლებს აერთიანებს.5209d7df-09ed-49c1-8f94-4fe86dc495a7.jpeg190.31 KBწლევანდელი პროგრამა კლასიკურ და თანამედროვე ქორეოგრაფიას წარმოადგენს. მაყურებელმა იხილა ჩაიკოვსკის გედების ტბა და მძინარე მზეთუნახავი, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით დადგმული ლაურენსია, საერთაშორისო საბალეტო გალა, ხოლო ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე საქართველოში პირველად წარდგება Tanztheater Wuppertal Pina Bausch, რომელიც პინა ბაუშის რეპერტუარიდან Masurca Fogo-ს შეასრულებს.e5d5c51f-af48-45d5-8b63-ebb5f3b71bda.jpeg109.25 KBფესტივალის პროგრამაში საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სოლისტებთან ერთად, ტრადიციულად, მსოფლიოს წამყვანი თეატრების არტისტები მონაწილეობენ. სწორედ ეს საერთაშორისო თანამშრომლობა განსაზღვრავს ფესტივალის ხასიათს და მას რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბალეტო მოვლენად აქცევს.360e5f9c-79b2-4a59-b2db-664495f0dbe7.jpeg95.5 KBწლევანდელი თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით იმართება. კულტურული პროექტების მხარდაჭერა ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში ფესტივალი კიდევ ერთხელ ქმნის შესაძლებლობას, რომ თბილისის სცენაზე წარმოდგენილი იყოს საერთაშორისო მნიშვნელობის საბალეტო პროგრამა.86ab7b7e-1c38-41e7-b0d3-2bdab7c4ae23.jpeg203.07 KB19 ივლისამდე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი რამდენიმე განსხვავებულ საბალეტო საღამოს უმასპინძლებს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს, ერთ ფესტივალში კლასიკური ბალეტის აღიარებული ნამუშევრები და თანამედროვე ქორეოგრაფიის მნიშვნელოვანი მაგალითები იხილოს.
დაწერე კომენტარი