თიბისი კონცეპტის წარდგენით, დღეს წლის მთავარი ჯაზმოვლენა - შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი გაიმართება, რომელსაც, ტრადიციულად, ბათუმის ჩოგბურთის კლუბი უმასპინძლებს. 2026 წელს მსოფლიო მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და სწორედ ამ თარიღს ეძღვნება წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი. გამორჩეული საღამოებით და დასამახსოვრებელი კონცერტებით ფესტივალი მაილს დევისის ეპოქის მუსიკალურ სამყაროში გვამოგზაურებს, რომელმაც ჯაზის განვითარებასა და მისი მიმართულების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. თიბისი კონცეპტის Mastercard-ის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჯაზფესტივალის ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

583210340_2136753970275344_3264252913686835295_n.jpg 146.29 KB
შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი M.E.B. „Miles Electric Band“-ის სპეციალური საიუბილეო პროექტით გაიხსნება, რომელიც მაილს დევისის მუსიკალურ მემკვიდრეობას ეძღვნება და დევისის ელექტრონული პერიოდის მუსიკას აცოცხლებს. ამ პროექტის ფარგლებში სცენაზე ბენდთან ერთად წარდგება მაილს დევისის ოჯახის წევრი, პროდიუსერი და დრამერი ვინს უილბერნ უმცროსი. Miles Electric Band-ის წლევანდელი ექსკლუზიური შემადგენლობა აერთიანებს ისეთ მუსიკოსებს, რომლებიც თავად უკრავდნენ მაილს დევისთან და სხვა ცნობილ მომღერლებთან და დღეს თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავები არიან. ბენდის ახალი ალბომი „That You Not Dare To Forget“ აერთიანებს აქამდე გამოუქვეყნებელ სტუდიურ ჩანაწერებს და მაილსის ‘’ხმას’’.

598208062_1629835532477806_1505855993384020299_n.jpg 182.96 KB
ჯაზფესტივალის მეორე დღეს, 12 ივლისს მსმენელის წინაშე წარდგება ამერიკელი R&B სუპერ ვარსკვლავი ერიკ ბენე. კლასიკური სოულის თანამედროვე ინტერპრეტაციით ცნობილი ბენეს შემოქმედება ორგანულად აერთიანებს R&B-ის, ნეო-სოულის, ჯაზისა და გოსპელის ელემენტებს. მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა 1999 წლის ალბომმა A Day in the Life. ერიკ ბენე მიიჩნევა იმ არტისტად, რომელმაც 90-იანებისა და 2000-იანების R&B-ს უფრო მეტი ემოციური ჟღერადობა და  სოული (სული) შესძინა.

590246798_1826229715412067_749733530947727376_n.jpg 163.1 KB
შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალს 12 ივლისს დახურავს ბენდი GHOST - NOTE, რომლის მუსიკა ფანკს, ჯაზ-ფანკს, აფრობიტსა და ჰიპ-ჰოპს აერთიანებს. განსაკუთრებული შესრულების მანერით ცნობილი GHOST - NOTE-ის კონცერტები ხშირად ნამდვილ ფანკ ჯემ სესიებად გარდაიქმნება. ფესტივალის სამივე საღამოს, კლუბ Take5-ში After Party-ებს გაუძღვება 11 გრემის ჯილდოს მფლობელი, ჩასაბერი და სიმებიანი ინსტრუმენტების არანჟირების სპეციალისტი ფილიპ ლასიტერი თავისი ბენდით.
589660587_3560337794124186_4655170447402841889_n.jpg 124.31 KB
ბათუმის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს როგორც კვების, ისე შოპინგის ობიექტებში. 26 ივლისის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას მომხმარებლები კაფეებსა და რესტორნებში გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი). შეთავაზება ვრცელდება ობიექტებზე: ლუკა პოლარე, ასკანელი, უმამი, მედეა, ბოტანიკო, 8000 მოსავალი (მხოლოდ სარესტორნო სივრცე), ვერანდა აკროპოლი, ლევილი, ლემონი და ფანფანი. გარდა ამისა, 10–13 ივლისს თიბისი კონცეპტის ნებისმიერი სადებეტო ბარათით HUGO | Garderobe-ში მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს მიიღებენ, Dressup-ის მაღაზიებში 10–12 ივლისს გადახდილი თანხის 10%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებენ, ხოლო Roniko-ში 10–13 ივლისს შერჩეულ ბრენდებზე, მათ შორის Dolce & Gabbana-ს, Giorgio Armani-ს, Persol-ის, Zegna-სა და Porsche Design-ის კოლექციებზე, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის გადახდა უნდა განხორციელდეს ფიზიკურ ობიექტში, თიბისის POS-ტერმინალის მეშვეობით.