„ჯილი ცენტრი თეგეტა“ ზაფხულის სეზონს ახალი, მასშტაბური კამპანიით შეხვდა, რომლის სახელწოდებაა „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ (Geely - Your Side Quest Bestie). Geely-ს საკომუნიკაციო სტრატეგია პირველივე დღიდან Gen-Z თაობაზეა მორგებული და მიზნად ისახავს, ავტომობილი ახალგაზრდების ყოველდღიური, მოულოდნელი თავგადასავლების განუყოფელ ნაწილად და საიმედო მეგზურად აქციოს.
კამპანიის ფარგლებში სპეციალური ვიზუალური ბრენდინგი შეიქმნა, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ფოტო და ვიდეოგადაღება, რომლებშიც, ინფლუენსერებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის საყვარელი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში არაერთი შეთავაზებაც ელის. Geely, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ტექნოლოგიურად განვითარებული ავტომობილი, იდეალური არჩევანია როგორც გამოცდილი მძღოლებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის - მათთვის, ვინც პირველ ავტომობილს ეძებს.


ახალი კამპანიის პარალელურად, „ჯილი ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს სპეციალურ საზაფხულო პირობებს სთავაზობს როგორც ახალი მოდელების შეძენისას, ისე სერვისცენტრში მომსახურების მიღებისას.
მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიზინგის სპეციალური პირობით, რომლის ფარგლებშიც Geely Atlas Cool-ის შეძენა თვეში 950 ლარიდან არის შესაძლებელი.
გარდა ამისა, სეზონურ სერვისებზე მოქმედებს 15-20%-მდე ფასდაკლება.
„ჯილი ცენტრი თეგეტა“ საქართველოში Geely-ს ერთადერთი ავტორიზებული სერვისცენტრია, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის N152-ში მდებარეობს. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სრულ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, პროფესიონალ მექანიკოსთა გუნდსა და ავტომობილზე ოფიციალურ გარანტიას, რაც ავტომობილის ფლობას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს ხდის.
კამპანია „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და ის ბრენდის გრძელვადიანი, სეზონური საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მომხმარებელს მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში,„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. ის ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely Auto-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. Geely Auto-ს ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
ფოტო: ნატა ქანთარია და კრეატიული სააგენტო „ქუიქი“

დაწერე კომენტარი