ბელგიური მოდის სახლი Ann Demeulemeester 2026 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, Dear Night Thoughts, ახალი კამპანიით წარმოგვიდგენს. ბრენდისთვის დამახასიათებელი ბნელი რომანტიზმი, პოეტური მგრძნობელობა და ავანგარდული ესთეტიკა კვლავ კოლექციის მთავარი შთაგონების წყაროა.
Jeremy Barniaud-ის ფოტოგრაფიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ატმოსფეროს, სილუეტებსა და ვიზუალურ დრამატურგიას. კამპანიის მელანქოლიური განწყობა ორგანულად ერწყმის Ann Demeulemeester-ის შემოქმედებით იდენტობას, რომლისთვისაც მოდა ყოველთვის სცდება ტანსაცმლის ფუნქციურ დანიშნულებას და ინდივიდუალიზმის, თავისუფლებისა და თვითგამოხატვის საშუალებად იქცევა.
Dear Night Thoughts აგრძელებს მოდის სახლის ესთეტიკურ ტრადიციას, სადაც რომანტიზმი და მეამბოხე სულისკვეთება თანამედროვე მოდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვიზუალურ ენას ქმნის.










დაწერე კომენტარი