Kith 2026 წლის ზამთრის კამპანიას კიტ ჰარინგტონის მონაწილეობით წარადგენს. ფოტოსესია ბრიტანული არისტოკრატიული ესთეტიკისა და თანამედროვე მამაკაცის გარდერობის საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

კამპანიის ვიზუალური ისტორია ისტორიულ ინგლისურ მამულში ვითარდება. გოტიკური არქიტექტურული დეტალები, ვრცელი მინდვრები, ცხენები, კლასიკური ავტომობილების ესთეტიკა და ხის პანელებით მოპირკეთებული ინტერიერები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ტრადიციულ ბრიტანულ country style-ს თანამედროვე მოდის ენასთან აკავშირებს.

კოლექციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტყავისა და ზამშის ქურთუკებს, ნაქსოვ კარდიგანებს, თავისუფალი სილუეტის შარვლებსა და კლასიკურ აქსესუარებს. ბუნებრივი ფაქტურები, მიწისფერი ტონები და მრავალშრიანი სტილი კამპანიის თავშეკავებულ, თუმცა გამორჩეულ ვიზუალურ ხასიათს განსაზღვრავს.

ფოტოსერიას თან ახლავს მოკლემეტრაჟიანი ფილმიც, რომელშიც უოლეს სტივენსის ლექსი The Snow Man ჟღერს. კინემატოგრაფიული თხრობა, ინგლისური ზამთრის პეიზაჟები და ჰარინგტონის პერსონაჟი Kith-ის ახალ კამპანიას კლასიკური ბრიტანული კინოს განწყობას სძენს.

Kith Winter 2026-ის კოლექცია 30 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.