Moncler 2026 წლის ზაფხულის კამპანიას აქვეყნებს, რომლის მთავარი სახე მსახიობი ჯეიმი დორნანია. "Have a Puffy Summer“ იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გარდამტეხი კამპანიაა. Moncler 1952 წლიდან ექსტრემალური ამინდისთვის ფუნქციურ და დახვეწილ სამოსს აწარმოებს და მრავალი წელია ზამთრის აღჭურვილობასთან და ცივ ამინდებთან ასოცირდება. შესაბამისად, Puffy Summer კონცეფცია ბრენდის სიახლეა და ზაფხულის შესაბამის მსუბუქ, ფერად და ორიგინალურ კოლექციას წარმოადგენს, რომელიც კარგად ასახავს Moncler-ის არსს.
Light and bright 🦞Iconic Moncler puffiness meets lightweight layers for a pleasantly surprising.jpg136.36 KBკამპანიის ნაწილია გასაბერი ფიგურები ცხოველების გამოსახულებებით, რომლებიც შექმნილია დიზაინერ ენდი ჰილმანისა და მისი გუნდის მიერ. კამპანიაში ვხვდებით რვაფეხას, ფლამინგოს, კიბორჩხალას და სხვა ფიგურებს, რომლებიც ახალი კოლექციის ლუქებისა და პალიტრის შესაბამისადაა შექმნილი. ზაფხულის კოლექცია გადაწყვეტილია პასტელურ ფერებში, იქნება ეს ვარდისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, წითელი თუ ლურჯი. ზოგიერთ მათგანს ყვავილოვანი და ზოლიანი პრინტი, ნიჟარებისა და ტროპიკული ყვავილების გამოსახულებები აფორმებს, რაც კიდევ უფრო საზაფხულო იერსახეს სძენს სამოსს. Time to lighten up. 🐋Light layers designed for the transition from 🌦️ to ☀️.Discover Summer 20.jpg181.34 KBკამპანიის აღსანიშნავად, Moncler რამდენიმე ქალაქში სხვადასხვა ინსტალაციას წარმოადგენს. მილანის დიზაინის კვირეულის ფარგლებში, 16-იდან 28 აპრილამდე ქალაქში Moncler-ის დიდი ზომის რვაფეხას შეხვდებით. მასიური სკულპტურული ელემენტები და ინსტალაციები მოგვიანებით სეულში, ჰონგ-კონგში, ტოკიოში, პარიზსა და მაიამიში გამოჩნდება. Moncler-ის 2026 წლის ზაფხულის კოლექცია ხელმისაწვდომია შერჩეულ მაღაზიებსა და ბრენდის ვებგვერდზე.
დაწერე კომენტარი