Moncler-ის ახალ კამპანიაში ლეგენდარული მსახიობები და დიდი ხნის მეგობრები - ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო მონაწილეობენ. კამპანია - სახელწოდებით ‘’Warmer Together’’ - ნიუ-იორკის ფონზე ცნობილმა ფოტოგრაფმა - პლატონიმ გადაიღო და მსახიობების ურთიერთობა შავ-თეთრი სურათების სერიაშია ასახული. ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო მეგობრობის მუდმივ ძალასა და იმ კავშირს განასახიერებენ, რომელიც ათეულობით წელია გრძელდება.

ალ პაჩინოს და რობერტ დე ნიროს ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, მსახიობები ერთად არაერთ საკულტო ფილმში თამაშობენ. მათი პირველი თანამშრომლობა ფრენსის ფორდ კოპოლას The Godfather-ის მეორე ნაწილში შედგა, რომელიც 1974 წელს გამოვიდა. ფილმში დე ნირო განასახიერებს ვიტო კორლეონეს, მაიკლ კორლეონეს მამას, რომლის როლსაც ალ პაჩინო ასრულებს. მსახიობები საერთო სცენებში არ თამაშობენ, რადგან მოქმედება სხვადასხვა დროში მიმდინარეობს. ალ პაჩინო და დე ნირო ერთად ვიხილეთ 1995 წლის მაიკლ მანის Heat-ში, 2008 წლის Righteous Kill-სა და 2019 წლის The Irishman-ში.


დაწერე კომენტარი