Glenmorangie Single Malt - შოტლანდიური ვისკის ახალი კამპანიის სახე ლეგენდარული მსახიობი ჰარისონ ფორდია. კამპანია აერთიანებს მოდის ფოტოგრაფის, ლაჩლან ბეილის მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ჯოლე ეჯერტონის რეჟისორობით შექმნილი, 12 ეპიზოდისგან შემდგარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სერიას - Once Upon a Time in Scotland, რომელიც ვისკის დამზადების ისტორიას გვიყვება და უნიკალურ სამყაროში, ბრენდის დაბადების ადგილზე გვამოგზაურებს. კამპანია გადაღებულია შოტლანდიის მაღალმთიანეთში - ტაინის ისტორიულ დისტილერიაში, სადაც Glenmorangie 180 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იქმნება მე-19 საუკუნის არდროსის სასახლეში, ისტორიულ ციხესიმაგრეებში და Loch Glass-ის გარშემო მდებარე დრამატულ ადგილებში.
სწორედ ამ ადგილებში იღებს სათავეს Glenmorangie-ის ვისკი, რომელიც შოტლანდიის ყველაზე მაღალი ხარისხის ალაოსგან არის გამოხდილი. Glenmorangie-ის დისტილერია 1843 წელს დაარსდა. ვისკის მწარმოებლები მის დასამზადებლად იყენებენ უშრეტ ფანტაზიასა და ხუთ ძირითადად ინგრედიენტს - ხეს, წყალს, ქერს, საფუარს და დროს - თითოეულის წლების დაძველების ეფექტით. Glenmorangie არის პიონერი ხის კასრებში დაძველებული ვისკის წარმოებაში, ბრენდი დღემდე უამრავი ექსპერიმენტითა და საინტერესო კვლევებით მუშაობს, მწარმოებლები ქმნიან დელიკატურ, ხშირად ხილის ნაზავით შექმნილ უმაღლესი ხარისხის სასმელს, რომელიც ტრადიციებისა და ინოვაციების სინთეზს წარმოადგენს. Whiskey Creation-ის დირექტორის, ბილ ლუმსდენის ხელმძღვანელობით ბრენდი ახორციელებს მისიას - მუდმივად შემოიტანოს ახალი გემოები და შესაძლებლობები ალაოს სამყაროში.
ჰარისონ ფორდი Glenmorangie-ის Highland-ის სახლში მიემგზავრება, რათა გაგვაცნოს ის უნიკალური ხელობა, რთული და საინტერესო პროცესი, ტექნიკა და ნიუანსები, რომლითაც ბრენდის თითოეული ვისკი მზადდება. მსახიობთან ერთად მოკლემეტრაჟიან ფილმში Glenmorangie-ის დისტილერიის გუნდიც გვხვდება, კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია ბრენდის ფლაგმანი ვისკი Glenmorangie Original 12 Years Old და Glenmorangie Infinita 18 Years Old. ახალი კამპანიით ბრენდი ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ტერიტორიის ბუნებრივ სილამაზეზე, სახლის მნიშვნელობაზე, ფანტაზიებსა და ინოვაციებზე, ხელობასა და იმ ადამიანებზე, რომლებიც Glenmorangie-ის ნამდვილ, ავთენტურ ხასიათს ქმნიან.
დაწერე კომენტარი