იტალიური მოდის სახლი Bottega Veneta Instagram-ზე თითქმის ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ბრენდმა სოციალური ქსელი 2021 წლის იანვარში დატოვა, რაც იმ დროისთვის მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ციფრულ გადაწყვეტილებად იქცა.

მაშინ როდესაც მოდის სახლებისთვის სოციალური მედია კომუნიკაციის მთავარ ინსტრუმენტად იქცა, Bottega Veneta-მ განსხვავებული სტრატეგია აირჩია და საკუთარი იდენტობის განვითარება Instagram-ის მიღმა გააგრძელა.


ახლა ბრენდი პლატფორმას ახალი ენერგიით უბრუნდება. ანგარიშს უკვე ორ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Bottega Veneta-ს მიმართ ინტერესი სოციალური მედიის გარეშეც არ განელებულა.