Bottega Veneta ჯეიკობ ელორდის მონაწილეობით წარმოადგენს ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს და ფოტოსერიას, სახელწოდებით "What are Dreams", რომლის ავტორი დუან მიხალსია. ახალი სერიიდან შავ-თეთრი კადრები ნიუ-იორკში, მიხალსის სახლშია გადაღებული და ფოტოგრაფის სიურრეალიზმთან კავშირს ასახავს. როგორც მოდის სახლი წერს, სერია იკვლევს ‘’არაცნობიერს, წარმოსახვითსა და უჩვეულოს...’’
დუან მიხალსი ცნობილია კონცეპტუალური ფოტოგრაფიით, ის ფოტოგრაფიას სხვადასხვა ისტორიის მოსათხრობად იყენებს და თანმიმდევრული კადრებით კონკრეტულ ამბავს ჰყვება. რაც შეეხება ჯეიკობ ელორდისა და Bottega Veneta-ს კავშირს, გარდა იმისა, რომ მსახიობი იტალიური ბრენდის სამოსითა და აქსესუარებით ხშირად ჩნდება, ის 2024 წელს მოდის სახლის ამბასადორი გახდა და კამპანიებშიც აქტიურად მონაწილეობს.





დაწერე კომენტარი