Frieze London-ის ფარგლებში Loewe-მ Mayfair-ის მაღაზია ერთგვარ პარფიუმერულ ლაბორატორიად გარდაქმნა, რომელიც ბრენდის ახალი სუნამოების კოლექციას ეძღვნება და სტუმრებს გამორჩეულ შთაბეჭდილებას  უქმნის. ბრენდმა მაღაზიის ფასადი წითელი, ყვითელი და ლურჯი თემატური ინსტალაციით - დიდი ზომის ბუშტებით გააფორმა. ინსტალაცია ორიენტირებულია Loewe Crafted კოლექციის სამ ახალ სუნამოზე - Bittersweet Oud-ზე, Roasted Vanilla-სა და Iris Root-ზე. 

ბუშტების კონცეფცია იკითხება მაღაზიის მინიმალისტური ინტერიერის დიზაინშიც, სადაც მინის სკულპტურებს, შუშის ჭურჭელს, კოლბებსა და ხელნაკეთ დიზაინერულ ობიექტებს აღმოაჩენთ. დამთვალიერებლებს შეუძლიათ თითოეული მათგანი დაათვალიერონ და გაეცნონ როგორც სუნამოების ინგრედიენტებს, ისე მათი შექმნის იდეებსა და დამზადების საინტერესო პროცესს. ამგვარად, მთელ სივრცეში ბუშტის მოტივი მოქმედებს როგორც სკულპტურული ელემენტი და კონცეპტუალური ხაზი, რითაც Loewe გვიჩვენებს, თუ როგორ იკვეთება და ერთიანდება პარფიუმერია ხელობასა და არქიტექტურასთან. 


ფოტო: Loewe Perfumes