ლაზარო ჰერნანდესის და ჯეკ მაკქალას სადებიუტო კოლექციის პარიზის მოდის კვირეულზე წარდგენამდე Loewe-მ სოციალურ ქსელებში ‘’თიზერ’’ კამპანია, ახალი კრეატიული დირექტორების პირველი კოლექციისადმი მიძღვნილი სარეკლამო ფოტოები გამოაქვეყნა და ესპანური მოდის სახლის ახალი შემოქმედებითი სამყარო წარადგინა. 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანია ამერიკელმა ფოტოგრაფმა ტალია ჩეტრიტმა გადაიღო, რომელიც ცნობილია თავისი პორტრეტებით და სტილით, რომელიც იკვლევს იდენტობას.

კამპანიაში მონაწილეობენ მსახიობები - ერინ კელიმანი, ევა ვიქტორი, ისლა ჯონსტონი, ლუის გრიბენი, მეგან ნორთემი, თეოდორ პელერინი და ორლანდო ნორმანი. საცურაო აუზში და მის ირგვლივ გადაღებული პორტრეტები ხაზს უსვამს Loewe-ს როგორც ახალ, ისე ტრადიციულ დიზაინს, ნათელ, ფერად პალიტრასა და კონტრასტულ გამოსახულებებს. როგორც დიზაინერთა დუეტი აღნიშნავს, კამპანია და სარეკლამო ფოტოები ესპანური მოდის სახლისთვის ‘’ახალი დიალოგის დასაწყისია".



ფოტო: Loewe