ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ნამუშევარი - ემილ ბრონტეს 1847 წლის რომანი „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ეკრანებზე და მაყურებელი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ემერალდ ფენელის მიერ გადაღებულ რომანტიკულ ფსიქოლოგიურ დრამას იხილავს. ფილმის ტრეილერი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა -  ახალ კინოეკრანიზაციაში მთავარ როლებს მარგო რობი და ჯეიკობ ელორდი ასრულებენ, ფილმის პრემიერას კი აშშ-ში და გაერთიანებულ სამეფოში Warner Bros. Pictures გამართავს 2026 წლის 13 თებერვალს.

საუკუნოვანი რომანი, რომელიც 150 წელზე მეტია არ კარგავს პოპულარობას, აზნაურების ოჯახების - ერნშოუს და ლინტონების ორი თაობის ცხოვრების ისტორიასა და მათ საბედისწერო სასიყვარულო ურთიერთობზე მოგვითხრობს. გოტიკური დრამა არაერთხელ გაცოცხლდა ეკრანებზე, მათ შორის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია 1939 წელს, 1992 წელს და 2011 წელს გამოსული ფილმები.