მსოფლიო კინოეკრანებზე მალე ახალი ბრიტანული ბიოგრაფიული დრამა - The Bitter End გამოჩნდება, რომელიც უინძორის ჰერცოგინია უოლის სიმპსონის სიცოცხლის ბოლო წლებზე, მისი ცხოვრების რთულ გამოწვევებსა და აქამდე უცნობ ისტორიებზე მოგვითხრობს. მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორის, მაიკ ნიუელის ფილმში სიმპსონის როლს ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ჯოან კოლინზი შეასრულებს, მასთან ერთად მთავარ როლში ვიხილავთ იზაბელა როსელინს, რომელიც ფრანგ ადვოკატს სუზან ბლუმს განასახიერებს. ფილმის სცენარის ავტორია ლუიზ ფენელი, ხოლო პროდიუსერები - ჯონ გორი, რიჩარდ ჰოლმსი და ფრენსის ჰოპკინსონი. GettyImages-180001666.jpg436.39 KBფილმში ნაჩვენები იქნება რეალური ამბავი ორი ქალის ურთიერთობის შესახებ, სუზან ბლუმის ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა სიმპსონზე, მანიპულაციები და ისტორია იმის შესახებ, წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა უოლის სიმპსონის სიყვარულით სავსე ცხოვრება და გარდაიქმნა სასოწარკვეთილებით სავსე ამბად. Bitter End-ის გადაღება მიმდინარე წელს, სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ჯერჯერობით უცნობია, როდის შედგება ფილმის პრემიერა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ეკრანებზე 2026 წელს გამოჩნდება. გადაღებები აქტიურად მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოში, კადრებს ვიხილავთ ლონდონიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისიდან. GettyImages-515280596.jpg501.92 KBბრიტანეთის სამეფო ისტორიაში უოლის სიმპსონის და მეფე ედუარდ VIII-ს სასიყვარულო ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამბავია, რომელიც წლების შემდეგაც ყურადღების ქვეშ ექცევა. რომანი, რომელიც სამეფო ოჯახის მკაცრ წესებს და ტრადიციებს ეწინააღმდეგებოდა, 1930-იან წლებში დაიწყო, როდესაც ედუარდ VIII უელსის პრინცი იყო. უოლის სიმპსონი ამერიკელი, ორჯერ განქორწინებული ქალი იყო, რაც სამეფო ოჯახისთვის მიუღებელი და იმ დროს ყველასათვის სკანდალური ფაქტი აღმოჩნდა. 1936 წელს, მაშინ როდესაც გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა, ტახტი მემკვიდრეობით ედუარდ VIII-ს გადაეცა. მრავალი მხრიდან, მათ შორის ბრიტანეთის ეკლესიის წინააღმდეგობის გამო, ედუარდ VIII არჩევანის წინაშე დადგა, აერჩია სიყვარული ან მეფობა, მისი ყველასათვის მოულოდნელი არჩევანი უოლის სიმპსონი აღმოჩნდა, მან უარი თქვა უმნიშვნელოვანეს ტიტულზე და სამეფო გვირგვინი უმცროს ძმას გადასცა. უინძორის ჰერცოგინია უოლის სიმპსონი და ედუარდ VII, თავიანთი არჩევანის გამო, სამეფო ოჯახიდან მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ განდევნილი.
დაწერე კომენტარი