მაიკ ვაითის სცენარითა და რეჟისორობით შექმნილი HBO-ს ცნობილი სერიალი The White Lotus ახალი სეზონით გრძელდება, უკვე მესამე სეზონია სერიალის მუდმივ ლოკაციად და გამორჩეულ ადგილად სასტუმრო Four Seasons რჩება, რომელსაც ‘’თეთრი ლოტუსი’’ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სტუმრობს და საინტერესო თავგადასავლებს გვთავაზობს. სერიალის დებიუტი 2021 წელს გაიმართა, პირველი სეზონი Four Seasons Resort Maui-ში, ვაილეაშია გადაღებული. ამ დროისათვის, პანდემიის შეზღუდვების პირობებში, სერიალის გუნდს გამონაკლისის სახით მიეცა უფლება სიუჟეტები გადაეღო და ქვიშიან სანაპიროსთან მდებარე სასტუმროდან პირველი სერიები ვიხილეთ. 

სატირულ სიუჟეტებს და საინტერესო ამბების ვიზუალურ მხარეს, სახასიათო პერსონაჟებთან ერთად, სწორედ მათი ადგილმდებარეობა განაპირობებს. The White Lotus-ის მეორე სეზონი 2022 წელს გამოვიდა, რომელიც იტალიის Four Seasons Taormina-ში, კლდეზე აღმართულ სან დომენიკოს სასახლეშია გადაღებული. სასტუმრო მე-14 საუკუნის სიცილიური მონასტრის განახლებულ ნაგებობაში მდებარეობს, შესაბამისად, ამ ადგილს საუკუნოვანი და მნიშვნელოვანი ისტორია აქვს და სერიალსაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. 

The White Lotus-ის მიმართულებები საგულდაგულოდ ირჩევა, რათა თითოეული სეზონის ადგილი მის თემატიკას შეესაბამებოდეს. მესამე სეზონს ტაილანდში, Four Seasons Resort Koh Samui-ში მივყავართ, სადაც ტროპიკული გარემო და კულტურული გავლენა ერთმანეთს ერწყმის. Four Seasons Koh Samui, რომლიდანაც ტაილანდის ყურეს ხედები იშლება, ბილ ბენსლიმ დააპროექტა და ტრადიციული სამხრეთტაილანდური არქიტექტურითაა შთაგონებული. თუმცა, მნიშვნელოვანია სერიალის სასტუმროსთან თემატური თანხვედრაც, რადგან ახალ სეზონში ‘’თეთრი ლოტუსი’’ სიკვდილისა და აღმოსავლური რელიგიური მიმდინარეობების თემებსა და დამოკიდებულებებს იკვლევს. 

‘’მაუიდან ტაორმინამდე და ახლა Koh Samui-მდე - White Lotus-ს Four Seasons მასპინძლობს  და სერიალი აღბეჭდავს უნიკალურ კულტურას, ბუნებრივ სილამაზესა და ატმოსფეროს. მარკეტინგული პარტნიორობა HBO-სთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ჩვენი ბრენდისთვის, ის ასევე ხაზს უსვამს მოგზაურობასა და პოპკულტურას შორის მუდმივ და მზარდ კავშირს - ორ სამყაროს, რომლებიც ბუნებრივად ავსებენ ერთმანეთს, რადგან მოგზაურობა აძლიერებს შემოქმედებითობას... პარტნიორობა The White Lotus-თან არის ჩვენი სასტუმროებისა და კურორტების დინამიკურობისა და ხარისხის დასტური, ჩვენ ვიზრდებით და მოგზაურებს ვაძლევთ სამყაროს შესწავლის შესაძლებლობას.’’ - აღნიშნავს Four Seasons-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და კომერციული ოფიცერი მარკ სპეიჩერტი.

3LihnmoEtVi756SgC8eydB-1280-80.jpg 112.29 KB
The White Lotus-ის სერიებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასტუმროს კონკრეტულ ლოკაციებზე სტუმრების რაოდენობის ზრდაში, მოგზაურები დანიშნულების ადგილის გადაწყვეტილებას ხშირად სწორედ მათი საყვარელი ფილმებისა და სერიალების მიხედვით იღებენ. შესაბამისად, სასტუმრომ ‘’თეთრი ლოტუსის’’ არაერთ ერთგულ გულშემატკივარს გაუღო კარი. ახალი სეზონის აღსანიშნავად სერიალის მაყურებლები სასტუმროს საინტერესო სიახლეებსაც გაეცნობიან, მაგალითად,  ტაილანდში, ტაორმინაში, მაუისა და სინგაპურში დაგხვდებათ ‘’თეთრი ლოტუსით’’ შთაგონებული pop-up ბარები, ხოლო Four Seasons Hotel ტაილანდში, ლონდონში, პარკ ლეინზე, ბანგკოკში, პრაღასა და სინგაპურში The White Lotus Afternoon Tea კულინარიულ გამოცდილებას შემოგთავაზებთ. 

 ფოტო: Four Seasons, Conde Nast Traveler