16 ივნისს ნიუ-იორკის Radio City Music Hall-ში ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფუძნებლი ახალი ამერიკული სპორტული დრამის - F1-ის პრემიერა შედგა. Apple Original Films-ისა და Warner Bros Pictures-ის საერთო ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე უკვე გამოჩნდა. ჯოზეფ კოსინკსის რეჟისორობით გადაღებულ F1-ში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს, მასთან ერთად კი მონაწილეობენ: დემსონ იდრისი, კერი კონდონი, ტობიას მენზი და ხავიერ ბარდემი.

att.jpeg 163.22 KB
რეჟისორ ჯოზეფ კოსინკსისთან ერთად F1-ის პროდიუსერებს შორის ჯერი ბრუკჰაიმერი, ბრედ პიტი და ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი არიან. ფილმი რეალურ რბოლებზეა გადაღებული, მისი სიუჟეტი ფორმულა 1-ის 1990-იანი წლების მრბოლელის - სონი ჰეისის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ავარიაში მოხვედრის შემდეგ ფორმულა 1-ს ტოვებს და მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, მოგვიანებით კი ჰეისი დაბრუნების შესახებ თხოვნას მიიღებს, რათა Apex Grand Prix გუნდის ახალგაზრდა მრბოლელის, ჯოშუა პირსის მენტორი გახდეს.