მსოფლიო კინოთეატრებში ახალი, 2025 წლის ამერიკული კრიმინალური ტრილერი "Caught Stealing" გამოჩნდა, რომლის პროდიუსერი და რეჟისორი დარენ არონოფსკია. ფილმი ჩარლი ჰიუსტონის სცენარზე, ამავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული და მასში მონაწილეობენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან: ზოი კრავიცი, ოსტინ ბატლერი, რეჯინა კინგი, მეთ სმიტი, ლივ შრეიბერი, ედი მარსანი, აქშენ ბრონსონი და ვინსენტ დ'ონოფრიო.
"Caught Stealing"-ის მსოფლიო პრემიერა 7 აგვისტოს პუერტო-რიკოში, გუაინაბოში მდებარე Caribbean Cinemas-ში გაიმართა, 29 აგვისტოდან კი მისი ჩვენება სხვადასხვა ქვეყნის კინოეკრანებზე იწყება. "Caught Stealing" ბეისბოლის ყოფილ მოთამაშეზე - ჰენკ ტომპსონზე მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად 1990-იანი წლების ნიუ-იორკის კრიმინალურ სამყაროში, საშიშ და სიცოცხლისთვის სახიფათო ბრძოლაში აღმოჩნდება.
დაწერე კომენტარი