ჯეიკობ ელორდი და სოფია კოპოლა კვლავ გაერთიანდნენ. ისინი ამჯერად  Cartier-ის ახალ კამპანიაში ჩაერთნენ და საზოგადოებას თავიანთი კოლაბორაციის შედეგი წარუდგინეს, რომელიც ბრენდის საკულტო - LOVE სამაჯურს ეძღვნება. კოპოლამ Cartier-ის ახალი ამბასადორი ჯეიკობ ელორდი ნიუ-იორკში აღბეჭდა, იქ, სადაც, წლების წინ სამაჯურის ისტორია დაიწყო. Cartier Love სამაჯური 1969 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში სიყვარულის სიმბოლოდ, მარადიულ კლასიკად იქცა, რომელიც მუდმივად ვითარდება და დღეს ისტორიას ახალი ხაზით - Love Unlimited-ით აგრძელებს. 

კოპოლას და ჯეიკობ ელორდის ცნობილი თანამშრომლობის შედეგია ფილმი Priscilla, რომელშიც მსახიობი ელვის პრესლის როლს ასრულებს. სწორედ ამ ფილმიდან 2 წლის შემდეგ ისინი Cartier-მა გააერთიანა. "ძალიან მიხარია ამ პროექტზე მუშაობა ჯეიკობთან და Cartier-თან ერთად, რადგან ორივეს მიმართ გულწრფელ სითბოს და სიახლოვეს ვგრძნობ. ყოველთვის მსიამოვნებს ჯეიკობის გადაღება, რადგან ის ძალიან ქარიზმატული და მომხიბვლელი ადამიანია, რომელსაც ნამდვილად ვაფასებ. რაც შეეხება, Cartier Love კოლექციას, ეს არის შესანიშნავი კლასიკა…" - აღნიშნავს სოფია კოპოლა. Cartier-ის ახალი კამპანია ნამდვილ ემოციებს, გულწრფელობასა და სიყვარულს ეფუძნება, რის გამოც იქმნება Cartier Love-ის ყოველი კოლექცია.



ფოტო: Cartier