"მარი ანტუანეტის" გადაღებებიდან ოცი წლის შემდეგ, კირსტენ დანსტი და სოფია კოპოლა კვლავ ვერსალში ხვდებიან ერთმანეთს, სასტუმრო Le Grand Control-ში. ვერსალის სასახლის ბაღებთან შეხვედრა რეჟისორისა და მსახიობის მომავალ ერთობლივ პროექტს ეხმიანება - მალე ეკრანებზე მათ კიდევ ერთ, მეხუთე ერთობლივ ნამუშევარს ვიხილავთ. კოპოლას ფილმები დანსტის მონაწილეობით: 1999 წელს The Virgin Suicides, 2006 წელს Marie Antoinette, 2013 წელს The Bling Ring და 2017 წელს The Beguiled.
კოპოლას და დანსტის ნამუშევრები განსაკუთრებულია. როგორც თავად აღიშნავენ, ისინი მუშაობის პროცესში იდეალური პარტნიორები არიან და ერთმანეთის ძალიან კარგად ესმით. კირსტენ დანსტის თქმით, მან ახლახან დაასრულა კოპოლას უახლესი ფილმის სცენარის კითხვა და მისი გადაღება, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება, ამ ეტაპზე კი ფილმთან დაკავშირებული სხვა დეტალები უცნობია. სოფია კოპოლამ ვენეციის წლევანდელ კინოფესტივალზე არასაკონკურსო ფილმების სექციაში წარადგინა თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ‘’Marc by Sofia’’, რომელშიც მარკ ჯეიკობსის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს, 10 ოქტომბერს კი მისი პროდიუსერობით ფილმი "Fairyland" გამოვა.
დაწერე კომენტარი