სოფია კოპოლა, რომელიც Chanel-თან მრავალი წელია თანამშრომლობს, ფრანგული მოდის სახლისადმი მიძღვნილ ახალ წიგნს, სახელწოდებით “Chanel Haute Couture” წარმოადგენს, რომელიც ასახავს ბრენდის ისტორიას, ვიზუალურ თავგადასავალს მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ნარატიულ კოლაჟს, რომელიც აერთიანებს საკულტო ფოტოებს, აქამდე გამოუქვეყნებელ მასალას, ჩანახატებს, კადრს მიღმა ფოტოებს, საარქივო დოკუმენტებს და მიჰყვება Chanel-ის მრავალწლიან ისტორიას, განსხვავებულ ეპოქებსა და ბრენდის ევოლუციას. აქ შეხვდებით ლეგენდარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ კოლაჟებს, სახლის მარადიულ მუზებსა და ცნობილ მოდელებს, Chanel-ის საკულტო დიზაინერებს - გაბრიელ კოკო შანელიდან და კარლ ლაგერფელდიდან ვირჯინი ვიარდამდე.

IMG_6093.jpeg 495.42 KB
სოფია კოპოლასა და Chanel-ის ისტორია მრავალ წელს ითვლის, რეჟისორმა 15 წლის ასაკში გაიარა საზაფხულო სტაჟირება პარიზში, 31 Rue Cambon-ზე მდებარე კოკო შანელის ლეგენდარულ სტუდიაში. წიგნში კოპოლა დეტალურად აღწერს ატელიეში პირველ სტუმრობას, ემოციებსა და განცდებს, გამოცდილებას, რომლის შემდეგაც მან ფრანგულ სახლთან შემოქმედებითი კავშირი დაამყარა და წლებია აქტიურად თანამშრომლობს. ‘’Chanel უბრალოდ კლასიკაა, პარიზული ელეგანტურობის განსახიერება". - აღნიშნავს კოპოლა. 
IMG_6084.jpeg 271.92 KB
450-გვერდიანი Chanel Haute Couture გამოსცა Editions 7L-მა Chanel-თან და სოფია კოპოლას გამომცემლობასთან - Important Flowers-თან თანამშრომლობით. წიგნის გამოსვლის აღსანიშნავად, კოპოლამ და Chanel-მა ვახშამი გამართეს ნიუ-იორკში, სასტუმრო Sherry Netherland Hotel-ში მდებარე Manhattan's Doubles Club-ში.