იტალიური მოდის სახლი Bottega Veneta ახალ კამპანიას, სახელწოდებით "Craft is our Language" აქვეყნებს, რომელიც ტყავის ქსოვილის - Intrecciato-ს 50 წლის არსებობას ეძღვნება. კამპანია, რომლის ფოტოგრაფი და რეჟისორი ჯეკ დევისონი, ხოლო ქორეოგრაფი Lenio Kaklea, პატივს მიაგებს Bottega Veneta-ს ხელობასა და შემოქმედებითობას, ასევე ხაზს უსვამს ხელის ჟესტების, როგორც უნივერსალური ენის სილამაზეს. კამპანიის ფოტოებსა და ვიდეორგოლებში ვხვდებით ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურის, მოდის, კინოსა და სპორტის წარმომადგენლებს, მათ შორის - Tyler the Creator-ს, დეივ ფრის, ჯეკ ანტონოფს, დარიო არჯენტოს, ჯულიან მურის, ზედი სმიტსა და სხვებს. მოდის სახლისთვის ეს ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელის - ლუიზ ტროტერის პირველი კამპანიაა.

Intrecciato - ტყავის საკულტო ქსოვილი - პირველად წამოდგენილი იყო 1975 წელს. ეს არის სრულიად ხელით დამუშავებული მასალა, მისი შექმნის უნიკალური ტექნიკა თაობიდან თაობას გადაეცემა და Bottega Veneta მას არა მხოლოდ მასალად, არამედ ურთიერთკავშირებისა და თანამშრომლობის მეტაფორად მიიჩნევს. კამპანია ასევე პატივს მიაგებს და შთაგონებულია მხატვრისა და დიზაინერის, ბრუნო მუნარის 1963 წლის იტალიური ჟესტების სახელმძღვანელოთი - Supplemento al Dizionario Italiano.


ფოტოს წყარო: Bottega Veneta