ჰაიდერ აკერმანი Tom Ford-ის შემოქმედებით ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, მიმდინარე პარიზის მოდის კვირეულზე კი მან მოდის სახლისთვის შექმნილი პირველი სადებიუტო კოლექცია წარადგინა და საზოგადოებას მისი თვალით დანახული, განახლებული Tom Ford გააცნო. 2025 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში კარგად ჩანს პარალელები და მსგავსებები აკერმანისა და მოდის სახლის დამფუძნებლის - ტომ ფორდის ხედვებს შორის, ორივე მათგანის შექმნილი სამოსი ხაზს უსვამს ელეგანტურობას, მინიმალიზმს, დახვეწილ და კლასიკურ დიზაინს.
ახალ კოლექციაში ცალსახად შეიმჩნეოდა აკერმანის პატივისცემა მოდის სახლის მემკვიდრეობისა და მარადიული სტილის მიმართ, თუმცა კრეატიულმა დირექტორმა შეძლო მისი ხასიათისა და დამახასიათებელი ხელწერის წარმოჩენა. შავ და ნეიტრალურ ფერებთან ერთად ჩვენებაზე მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა და პასტელური ტონები ვიხილეთ, აკერმანის შემოქმედებაში ფერთა გამა, საინტერესო კომბინაციები და დეტალები უცვლელ ადგილს იკავებს.
ჰაიდერ აკერმანის მიერ შექმნილი პირველი კოლექცია თავდაჯერებულობასა და ელეგანტურობას უსვამს ხაზს, ვხვდებით საღამოს კლასიკურ სამოსს, 80-იანი წლებით შთაგონებულ მორგებულ კოსტიუმებს, მაქმანებიან კაბებს, პიჯაკებს, პალტოებსა და თრენჩებს.
დაწერე კომენტარი