პარიზში მდებარე Galerie frank elbaz-ში სოფო კობიძისა და ელენე შატბერაშვილის გამოფენა - Oblique მიმდინარეობს, რომელიც 22 მარტს გაიხსნა და დამთვალიერებელს 3 მაისამდე უმასპინძლებს. გამოფენა წარმოადგენს ვიზუალურ დიალოგს, რომელიც ორი ხელოვანის შემოქმედებით ხედვას ასახავს და იკვლევს უნიკალურ სივრცეს - Oblique-ს. სივრცე, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვეულებრივ განმარტებებს, აღნიშნავს მათი მხატვრული სამყაროს შეხვედრის ადგილს და წარმოადგენს თავისუფალ და შეუზღუდავ გზას. სწორედ ეს გზა ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ადგილს, სადაც ოცნებები და რეალობა ერთმანეთს ერწყმის.

სოფო კობიძის შემოქმედება აერთიანებს ფერწერას, გრაფიკას, ფოტოგრაფიასა და ინსტალაციის. მისი ნამუშევრები - ყოველდღიური სიუჟეტები, პერსონაჟები და საგნები რეალურ ან გამოგონილ ამბებს ჰყვება, ხშირად კი აბსტრაქტულ ფორმებთან იკვეთება, დროს სცილდება და სხვა რეალობაში გადაინაცვლებს, ქმნის უჩვეულო, წარმოსახვით გარემოს, რასაც დამთვალიერებელი უსაზღვრო სივრცეში გადაჰყავს. 

Snapins.ai_487120371_18337622290092062_4050867122128411426_n_1080.jpg 49.66 KB

Snapins.ai_486551954_18337622353092062_4501684711991815008_n_1080.jpg 49.35 KB



ელენე შატბერაშვილის ნამუშევრები იდენტობისა და ტრანსფორმაციის თემებს იკვლევს, ხელოვანი თავის ქართულ მემკვიდრეობას ფრანგულ გამოცდილებასთან აერთიანებს და გვთავაზობს რეალიზმის, აბსტრაქციისა და გეომეტრიის შერწყმას, რათა შექმნას ვიზუალურად შთამბეჭდავი და კონცეპტუალურად საინტერესო ნამუშევრები. მის შემოქმედებაში ხშირად შეხვდებით კულტურის, იდენტობისა და ფორმის კვეთას, პიროვნულსა და უნივერსალურს შორის დიალოგს.

ფოტო: Galerie frank elbaz