ნიუ-იორკში MoMA PS1-ში ჯგუფური გამოფენა - “The Gatherers” გაიხსნა, რომელშიც ქართველი ხელოვანები - ანდრო ერაძე და თოლია ასტახიშვილი მონაწილეობენ. გამოფენა, რომელიც დამთვალიერებლებს 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს, ათზე მეტი საერთაშორისო ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს, მათ შორის - სკულპტურულ ინსტალაციებს, ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოებსა და პერფორმანსებს.

IMG_1223.PNG 300.61 KB
გამოფენაზე წარმოდგენილია ანდრო ერაძის 6-წუთიანი ფილმი, სახელწოდებით “Flowering and Fading”, რომლის დებიუტი სწორედ “The Gatherers”-ზე შედგა. ნაჩვენებია თოლია ასტახიშვილის ახალი ნამუშევარი -  Wicked Plans, რომელიც წარმოადგენს შერეული მედიის ინსტალაციას, მაკა სანაძისა და ზურაბ ასტახიშვილის ნამუშევრებთან ერთად. ქართველი ხელოვანი ასევე წარმოადგენს 2025 წლის ნამუშევრებს - “dark days (detail)” და ხელოვან Dylan Peirce-სთან ერთად შექმნილ 48-წუთიან ვიდეოინსტალაციას - “so many things I’d like to tell you”.
IMG_1222.JPG 276.41 KB
გამოფენის ფარგლებში ჩატარდა პანელური დისკუსია, რომელშიც ანდრო ერაძემ გამოფენაში მონაწილე სხვა ხელოვანებთან - სელმა სელმანთან, სერ სერპასთან და მთავარ კურატორ რუბა კატრიბთან ერთად წარმოდგენილ ნამუშევრებსა და გამოფენის კონცეფციაზე ისაუბრა.