Finlandia Vodka ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს – “სუუუულ სხვაა“ (გლობალურად კამპანია - It’s Soooooo Fine ) – საქართველოს ბაზარზე
Finlandia Vodka ახალგაზრდებს მოუწოდებს, სიამოვნება იქ იპოვონ, სადაც მათ სურთ – ასე იწყება ბრენდის ახალი კამპანია, რომელიც საქართველოში მაისიდან გამოჩნდა. არაყში ჟელიბონების ჩაყრა? მარტინიში ხუთი ზეთისხილი? Finlandia-სთვის ეს ყველაფერი “სუუუულ სხვაა“.
არაყზე დაფუძნებული კოქტეილები 2024 წელს Google-ის საძიებო ტრენდებში ლიდერობდნენ – ათი ყველაზე მოთხოვნადი სასმელიდან ოთხი მარტინის ვარიაცია იყო. მსოფლიო ბაზრის მონაცემების კვლევითი კომპანია IWSR-ის მიხედვით, თეთრ სპირტებზე დამზადებული კოქტეილები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა, სრულწლოვან მომხმარებელთა შორის.
„მარტინი მარტივი სასმელია, თუმცა ძალიან პერსონალიზებადიც“ – ამბობს პეკა. „ეს მას თანამედროვე კოქტეილების სიმბოლოდ აქცევს. სოციალურ მედიაში ყველგან შეხვდებით ხალხს და ცნობილ სახეებს, რომლებიც მარტინის ამზადებენ და თავიანთ ვერსიას გვთავაზობენ – იქნება ეს პატარა ჭიქებში მინი მარტინის ტენდენცია თუ მარილიანი ელემენტების დამატება. მარტინი ერთდროულად სახალისო და მრავალფეროვანი სასმელია, ზუსტად როგორც არაყი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია შთაგაგონოს“.
პეკას იდეალური მარტინის რეცეპტი:
„სადაც არ უნდა ვიყო, მარტინი ჩემი პირველი შეკვეთაა ბარში – ეს სასმელი ბარმენის ოსტატობას ამჟღავნებს“, ამბობს პეკა. „მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ორი ინგრედიენტი აქვს, მარტინის მომზადება ყველაზე რთულია.“
როგორ მივაღწიოთ იდეალურ შედეგს?
1. გამოიყენე არაყი, არა ჯინი
„არაყს მე ყოველთვის 'შეფის სპირტს“ ვუწოდებ“, ამბობს პეკა. „მისი ნეიტრალური არომატი საშუალებას იძლევა, ინგრედიენტების სისუფთავე სრულად გამოიხატოს. განსაკუთრებით, როცა ცოცხალ კენკრას ან მწვანილს იყენებ. ჯინი ზედმეტად მძაფრია და სხვა არომატებს ფარავს, ამიტომ არაყი ბარმენების ფავორიტია.“
2. ხარისხი რაოდენობაზე წინ
„კლასიკური მარტინი მხოლოდ ორ ინგრედიენტს შეიცავს – არაყს და ვერმუტს. ამიტომ, პრემიუმ ხარისხის არყის, როგორიცაა Finlandia, გამოყენება აუცილებელია,“ ამბობს პეკა. „Finlandia-ს მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ფინური ქერისგან მზადდება, რომელიც მაღალი სახამებლის შემცველობით გამოირჩევა. ეს გვაძლევს სუფთა და მსუბუქ გემოს, რომელიც სხვა ცნობილი ბრენდებისგან განსხვავებით, არ არის მჟავე ან ზეთოვანი. ფინეთში ზაფხულის გრძელი დღეები – 72 საათი უწყვეტი მზის ნათება – ამ ქერს კიდევ უფრო სრულტოფილს ხდის, რაც საბოლოოდ იდეალურ, ხავერდოვან არაყს გვაძლევს.“
3. ყველაფერი უნდა იყოს ცივი
„ყველაფერი უნდა იყოს გაციებული – ინგრედიენტები და ჭიქაც კი,“ ამბობს პეკა. „შეგიძლიათ ჭიქა გაყინოთ ან უბრალოდ ყინულით შეავსოთ. იგივე ეხება არაყსაც. ყინულის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს – ფინეთში ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სუფთა წყალი გვაქვს, რაც იდეალურ ყინულსა და არაყს ქმნის.“
4. არ შეანჯღრიო – მოურიე
„ძველი დებატის საგანია – უნდა შეანჯღრიო თუ მოურიო? მე ყოველთვის ვურჩევ ბონდს არ მიბაძონ და მარტინი მოურიონ“, ამბობს პეკა. „მორევა სასმელს აძლევს ხავერდოვან ტექსტურას და ნაკლებად წყლიან გემოს ტოვებს.“
5. იყავი კრეატიული
„ორი მთავარი ინგრედიენტის შემდეგ, წესების დარღვევაც შეგიძლია“, ამბობს პეკა. „შეგიძლია ითამაშო გარნირებითაც – მაგალითად პოპკორნითაც კი! თუმცა ზეთისხილი ისევ კლასიკად რჩება. ტრადიციულად ითვლება, რომ ლუწი რაოდენობის ზეთისხილის მიცემა უიღბლობაა, მაგრამ Finlandia-ს ახალი კამპანიის სულისკვეთებით – რატომ არა ხუთი?“
კლასიკური FINLANDIA MARTINI-ს მომზადების წესი:
ნაბიჯი 1: გააციეთ მარტინის ჭიქაც და მოსარევი ჭიქაც;
ნაბიჯი 2: ყინულით სავსე მოსარევ ჭიქაში ჩაასხით ჯერ არაყი, შემდეგ ვერმუტი და მოურიეთ.
ნაბიჯი 3: გადაწურეთ და ჩაასხით ცივ მარტინის ჭიქაში.
ნაბიჯი 4: გარნირი – 5 ზეთისხილი, ლიმონის ცედრა ან... თქვენი ფანტაზია! სუუუულ სხვაა!
KIPPIS!
Finlandia 1970 წელს დაარსდა და დღეს იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი არყის ბრენდია, რომელიც ყოველწლიურად 2.5 მილიონზე მეტ 9 ლიტრიან ქეისს ყიდის მსოფლიოს მასშტაბით. ის ხელმისაწვდომია როგორც კლასიკურ, ისე არომატიზებულ ვარიანტებში.
Finlandia-ს უნიკალურ გემოს ორი მთავარი ბუნებრივი ელემენტი განაპირობებს – ფინური ქერი, რომელიც მზით გაჯერებულ ზაფხულში მწიფდება და მყინვარის სუფთა წყალი. ეს ქმნის სასმელს, რომელსაც ვეძახით „მზისა და ყინულის კოცნას“ – ხავერდოვანი ტექსტურა და სიფაქიზე ერთ ბოთლში.
‘It’s Soooooo Fine’ კამპანიის შესახებ:
Finlandia Vodka-ს ახალი კამპანია –„სუუუულ სხვაა“ (გლობალური კამპანია - It’s Soooooo Fine – საქართველოს ბაზარზე 2025 წლის 25 მაისიდან გაეშვა და ცხადყოფს, რომ Finlandia იდეალური არჩევანია მარტივი სიამოვნებების გასაზიარებლად.
კამპანიის გმირები არიან ექსცენტრული პერსონაჟები, რომლებიც არყის მრავალფეროვნებას საკუთარ სტილში აღმოაჩენენ – აქ ღამის კლუბები ან ბარები არ გვხვდება. აქ ყველაფერი საკუთარ თავზე სიამოვნების მორგებას ეხება. მაგალითად: “გინდა არაყში ჟელიბონები? ეს სუუუუუ სხვაა!
არ დაგავიწყდეთ –პასუხისმგებლობით მირთმევა „სუუუულ სხვაა“! მხოლოდ სრულწლოვანთათვის.
დაწერე კომენტარი