ფრენკ ლოიდ რაიტის ფონდმა და Airstream-მა ერთობლივად შექმნეს ლიმიტირებული გამოშვების სამოგზაურო მანქანა, რომელიც შთაგონებულია რაიტის უსონიური სტილის არქიტექტურული პრინციპებით. მანქანა, რომელიც მხოლოდ 200 ერთეული გამოვა, ხაზს უსვამს ბუნებასთან ჰარმონიას, ინოვაციურ მიდგომასა და სივრცის ეფექტურ გამოყენებას, თანამშრომლობის მიზანია რაიტის არქიტექტურული ხედვის თანამედროვე ცხოვრებაში დანერგვა, რაც მომხმარებლებს ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.
მანქანის დიზაინი გამოირჩევა ისეთი ელემენტებით, რომლებიც რაიტის ცნობილ ნამუშევრებს მოგვაგონებს, მაგალითად, ვხვდებით Gordon Leaf მოტივებს, მისი Robie სკამებით შთაგონებულ ავეჯს, ხის ჟალუზებსა და დიზაინ-ობიექტების კოლექციას. შიდა სივრცეში განთავსებულია საწოლი, ლურჯი სავარძლები, ხის თაროები და ფართო ფანჯრები, რომლებიც ლანდშაფტის ხედებისა და ვარსკვლავების დასაკვირვებლად სპეციალურად არის შექმნილი. მანქანის დიზაინი და მისი ესთეტიკა პარალელს ავლებს ფრენკ ლოიდ რაიტის არიზონაში მდებარე სტუდია Taliesin West-თან.
28-ფუტიანი ავტომობილის დიზაინისთვის Airstream-მა და Frank Lloyd Wright Foundation-მა არქივის გათვალისწინებით შეარჩიეს ფერების პალიტრაც და სივრცითი კონფიგურაციებიც. ‘’თანამშრომლობა Airstream-თან კიდევ უფრო კარგი გამოვიდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ეს არის ხედვისა და ხელობის შესანიშნავი თანხვედრა, რომელიც აცოცხლებს ფრენკ ლოიდ რაიტის მარადიულ იდეებს.’’ - აღნიშნავს ჰენრი ჰენდრიქსი, Frank Lloyd Wright Foundation-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ფოტო: Airstream
დაწერე კომენტარი