ონასისის ფონდის მიერ ცოტა ხნის წინ ათენში გახსნილი სახელოვნებო სივრცე - Onassis Ready თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფოტოგრაფის, იურგენ ტელერის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა, სახელწოდებით ‘’You Are Invited’’, ტელერის მრავალფეროვანი შემოქმედებიდან 100-ზე მეტ სურათს, ვიდეოინსტალაციებს, სხვადასხვა სერიას, 1990-იანი წლებიდან დღემდე როგორც აქამდე გამოუქვეყნებელ, ისე საკულტო და ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს აერთიანებს, მათ შორისაა იგი პოპის, ქეით მოსისა და შარლოტა რემპლინგის პორტრეტები. გარდა ცნობადი სახეებისა, წარმოდგენილია ტელერის ოჯახის წევრების, მშობლების, მეგობრების, ასევე ცხოველების პორტრეტები და თავად ფოტოგრაფის ავტოპორტრეტები.
“You Are Invited” გამოფენის მთავარი თემები - სიყვარული, ოჯახი, ურთიერთობები და რელიგია - წარმოადგენს წარსულსა და აწმყოს კავშირს, დიალოგს ხელოვნებასა და ყოველდღიურობას შორის. გამოფენა 19 ოქტომბერს გაიხსნა და დამთვალიერებლებს 30 დეკემბრამდე უმასპინძლებს.
ფოტო: იურგენ ტელერი, Onassis Foundation





დაწერე კომენტარი