13 ივნისს პარიზში, პომპიდუს ცენტრში ცნობილი გერმანელი არტისტის გამოფენა გაიხსნა, სახელწოდებით „Rien ne nous y préparait – Tout nous y préparait“, რომელიც დამთვალიერებლებს 22 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ტილმანსის ნამუშევრები პომპიდუს ცენტრის ბიბლიოთეკის მთელ სივრცეს იკავებს, ამგვარი განლაგებითა და ექსპერიმენტით კი არტისტი მის შემოქმედებასა და ბიბლიოთეკის სივრცეს შორის დიალოგს აყალიბებს. IMG_3346.jpeg329.27 KBრეტროსპექტიული გამოფენა ხაზს უსვამს ტილმანსის ოცდათხუთმეტ წელზე მეტ პრაქტიკას და გამოცდილებას. გამოფენაზე წარმოდგენილია პორტრეტები, ნატურმორტები, დოკუმენტური სურათები და აბსტრაქტული ნამუშევრები, აგრეთვე ტილმანსის კრებულის, Tillmans' Reader-ის ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ვერსია.
IMG_3347.jpeg609.87 KBგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის არის 2015 წლის ‘’Moon in Earthlight’’, ‘’The State We're In, A’’ და ‘’Frank, in the shower’’ - Frank Ocean-ის ალბომის, Blonde-ის ყდა. აღსანიშნავია, რომ ვოლფგანგ ტილმანსის გამოფენის დასრულების შემდეგ ცენტრი დაიხურება ხუთწლიანი რესტავრაციისთვის. ბოლო წლების განმავლობაში ტილმანსის ნამუშევრები გამოიფინა ლონდონში, Tate Modern-ში და ნიუ-იორკში, MoMA-ს მუზეუმში.
დაწერე კომენტარი