29 ნოემბერს, თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრის, „უბნის“ ორგანიზებითა და „ლოკო პარკის“ მხარდაჭერით გაიმართება გზამკვლევ „კალას“ პრეზენტაცია.

a111d2f9-f779-4ef2-8553-fa60db83e692.jpeg 352.58 KB
გზამკვლევი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა და თბილისის უძველეს უბანს — კალას ეძღვნება. პუბლიკაცია „უბნის“ კვლევითი პროგრამა ,,ქვების“ ნაწილია, რომლის ფარგლებშიც შევისწავლით თბილისის რელიეფსა და მის კავშირს ქალაქის ურბანულ ქსოვილთან. პროგრამა ასევე შეეხება თბილისის არქიტექტურისა და ურბანული ტრანსფორმაციის ისტორიის კვლევას.
e52909e7-3471-467d-9612-920b8deea272.jpeg 282.66 KB
„კალა“ განკუთვნილია არქიტექტურით, ურბანული მემკვიდრეობითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისთვის. კალა უბანს განსაკუთრებული მხატვრული იერსახე აქვს, რასაც მისი ურბანული ქსოვილი, სივრცითი სტრუქტურა, არქიტექტურის ლანდშაფტთან ჰარმონიული კავშირი და ცალკეულ შენობათა ღირებულება განსაზღვრავს. პუბლიკაცია, აკადემიურ და სახელოვნებო კვლევით მიდგომებზე დაყრდნობით, გადმოსცემს უბნის ისტორიულ კონტექსტს და აფიქსირებს მის თანამედროვე რეალობას.
9852614c-b5d4-42b2-a058-4555a3375c73.jpeg 321.81 KB
გზამკვლევის პრეზენტაცია „უბნის“ ორგანიზებითა და „ლოკო პარკის“ მხარდაჭერით „კონა წიგნების“ სივრცეში შედგება, სადაც ხშირად იმართება წიგნის პრეზენტაციები, ჩვენებები და გამოფენები. 
451ea3a8-9c25-4775-8200-593ad1bdc2b1.jpeg 369.57 KB

პუბლიკაციას წარადგენენ „უბნის“ თანადამფუძნებლები: დავით ბროდსკი და ანა ჩორგოლაშვილი. ღონისძიებაზე შესაძლებელია გზამკვლევის შეძენა. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „უბნის“ ვებგვერდს.

219972f1-e271-4d3b-9d10-b5409be86a4b.jpeg 327.16 KB
თარიღი:

29 ნოემბერი, 2025, 18:00


ენა: 

პრეზენტაცია გაიმართება ქართულ და ინგლისურ ენებზე


მისამართი: 

„კონა წიგნები“, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა #10, თბილისი

________

„უბნის“ შესახებ:

თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ფოკუსია თბილისი, მის არქიტექტურასა და ბუნებრივი მახასიათებლებზე დაკვირვება. Ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაღრმაოთ ცოდნა თბილისის ლანდშაფტის, ურბანული განვითარების და არქიტექტურის შესახებ, გავხადოთ ის ხელმისაწვდომი ფართო აუდიტორიისთვის და ავამაღლოთ მისი ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით.

სპონსორის შესახებ:

„ლოკო პარკი“ —  ახალი საზოგადოებრივი მწვანე სივრცე თბილისში, თემქაზე, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურულ ურბანიზმს.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: [email protected]

________

„უბნის“ ციფრული არხები: Facebook Instagram  LinkedIn
www.ubani.center

„ლოკო პარკის“ ციფრული არხები:  Facebook Instagram